თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საზოგადოებას მიმართავს
COVID-19-თან ბრძოლის ამ ურთულეს პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობა პანდემიის დაწყების დღიდან განუზომლად დიდია. პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის!
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის დიდი ძალისხმევის შედეგად, დღევანდელი მონაცემებით სტუდენტების (8.000-ზე მეტი აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი მსოფლიოს 81 ქვეყნიდან) 91.06%, პერსონალის 93,3% სრულადაა ვაქცინირებული და ეს დოკუმენტურად დასტურდება.
აღნიშნულმა და სხვა გარემოებებმა განსაზღვრა, რომ მიუხედავად პანდემიისა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უკვე მეოთხე სემესტრს არადისტანციურ (ფიზიკური დასწრების) რეჟიმში იწყებს.
მივმართავთ სრულიად საქართველოს საზოგადოებას:
პანდემიის დასრულების გზა მასობრივ ვაქცინაციაზე გადის!
ჩვენ მოვინდომეთ და ეს შევძელით.
შეძლებთ თქვენც!
			

                                
                                

                                









კომენტარები