თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეწყვეტილი აქვს.
კომპანია GWP-ის ცნობით, წყალმომარაგება, 16 ივლისს, 13:00 საათზე აღდგება.
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 15 ივლისს, 10:00 საათიდან 16 ივლისის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში:
კოსტავას N 28-60 (ლუწები), კოსტავას N 59, 61, თაბუკაშვილის N 2-30 (ლუწები), N 1-23 (კენტები), მარი ბროსეს, ლადო ალექსი- მესხიშვილის (ჯამბულის), რევაზ ლაღიძის, კვალის, რუსთაველის გამზ. N 29 (სასტუმრო ბილტმორი); N 31, სობჩაკის (ხაზინის), ჭანტურიას, გრ.აბაშიძის, ვირსალაძის, სტამბის ჩიხს და ნიშნიანიძის ქუჩებს, ზოოპარკის ტერიტორიას (კოსტავას ქ.64)”, – აღნიშნულია განცხადებაში.














კომენტარები