• რეკლამა
  • კონტაქტი
10:28, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერობისა და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

ალია ავტორი - ალია
12:17 08-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და დედაქალაქის საკრებულოში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხელაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა ზღვისუბანში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში გაიმართა. მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ადგილობრივებისგან რაიონში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია, მისი განვითარების შესახებ ხედვები და მოსაზრებები მოისმინეს. შეხვედრის მონაწილეებს კანდიდატებმა ასევე, სამომავლო გეგმები გააცნეს.

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ყველას მადლობა მოგახსენოთ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ამ პატივისცემასა და სიყვარულს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. პირობას გაძლევთ, ამ ყველაფერს დავაბრუნებთ კარგი პროექტებითა და გაკეთებული საქმეებით, რითაც თითოეული თბილისელი, აქ ჩამოსული ადამიანი და თუნდაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე მოქალაქე იამაყებს. მომდევნო ოთხი წელი იქნება კიდევ უფრო აქტიური, უფრო მეტი პროექტის დაწყების შესაძლებლობის მომცემი, რასაც თქვენ თვითონაც დაინახავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრას კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

ზღვისუბანში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე, 7 400 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყო. დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები, მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა; დაირგო ხე-მცენარეების 500-მდე ნერგი და მოეწყო ბალახის საფარი.

ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოების ღირებულება 510 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობამ განახორციელა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved