• რეკლამა
  • კონტაქტი
05:04, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს

ალია ავტორი - ალია
12:37 05-20-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
241

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი იქნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილსიის მერმა ვიქტორ წილოსანს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

„ურბანული განვითარების სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამსახურში. ამ მიმართულებით გამოწვევები არსებობს. იცით ჩემი დამოკიდებულება რამდენად მნიშვნელოვანია, ურბანული თვალსაზრისით ქალაქის სწორი განვითარება მოხდეს და არ დავუშვათ ის კატასტროფა, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა.

ჩვენი მთავრობის მიერ არჩეულ გზას ვერავინ გადაუხვევს. ეს არის სწორი გზა, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს. ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელმაც თბილისის გენერალური გეგმა მიიღო. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც არ დაუშვებს სკვერებსა და პარკებში მშენებლობების განხორციელებას. ამის უამრავი მაგალითი გვქონდა.

იყო ბევრი ისეთი ნებართვა გაცემული, რომელიც არ უნდა გაცემულიყო. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ დავუშვათ. დარწმუნებული ვარ, ვიქტორ წილოსანი ამ გამოწვევაში მოწოდების სიმაღლეზე იქნება და ერთიანი ძალისხმევით, ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებას მოვახერხებთ“, – განაცხადა კალაძემ.

ვიქტორ წილოსანი თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს  ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved