თბილისის მერიის თანამშრომელს, რომელიც თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს, სავარაუდოდ ბრალს დღეს წარუდგენენ.
გამოძიების ინფორმაციით, ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მოქალაქეს დაპირდა 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, რაშიც მოსთხოვა და გამოართვა 16 000 დოლარი.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიება დანაშაულში სხვა თანამონაწილეების დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით გრძელდება.














კომენტარები