• რეკლამა
  • კონტაქტი
20:44, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერია ბავშვებისა და სტუდენტებისთვის სოციალურ პროგრამებს გააგრძელებს

ალია ავტორი - ალია
11:56 09-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
806

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა და მოზარდების, ასევე, სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამებს მომავალშიც გააგრძელებს.

ამის შესახებ  თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დედაქალაქის სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს თანაბარი წვდომა ყველა მუნიციპალურ შეთავაზებასა და სერვისზე. ყველა მუნიციპალურ უწყებაში, როგორიცაა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლე, მულტიფუნქციური ცენტრები, სახელოვნებო სკოლები და სპორტული ობიექტები, მოქმედებს სუბსიდირების პროგრამა, რათა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა აღნიშნულ შეთავაზებაზე. მომდევნო წლებში 40 000 ბავშვი და მოზარდი ისარგებლებს ამ ინფრასტრუქტურით“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტისთვის ასევე მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, გაგრძელდება სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებში სწავლა  20 000-მდე სტუდენტს დაუფინანსდება. მისი განმარტებით, დაფინანსებას მიიღებენ როგორც სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე,  სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახიდან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი.

გარდა ამისა, როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, სოციალური და ჯანდცვის ყველა არსებული პროგრამა გაგრძელდება რაიონულ გამგეობებშიც.

„გამგეობები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აღნიშნულ მიმართულებაში. ისინი მოწოდებულნი არიან, რომ არსებული საჭიროებები დაფარონ. გამგეობებში ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა მოქმედებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. მათ შორის, ხდება ათასობით ოჯახის ქირით უზრუნველყოფა, ასევე, გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება ფორსმაჟორის დროს, როდესაც ადამიანი რჩება ღია ცის ქვეშ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ყველა რაიონში მოქმედი უფასო სასადილოების პროგრამა, სააღდგომო და საახალწლო ნობათების გაცემა და საჭიროების შემთხვევაში, შეშით უზრუნველყოფა“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved