• რეკლამა
  • კონტაქტი
08:16, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერია აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს

ალია ავტორი - ალია
12:22 11-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

თბილისის მერია აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.

დედაქალაქის მერმა დაინტერესებულ კომპანიებს სარეაბილიტაციო პროექტს ეფექტური განხორციელებისთვის გამოცხადებულ ბაზრის კვლევაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა,

„ვგეგმავთ აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს მთლიან გამზირზე საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას. მათ შორის, პროექტის პირველ ეტაპზე, შეიცვლება ყველა ტიპის მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელი. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, დამონტაჟდება ნარჩენების მიწისქვეშა ურნები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდება განათების ბოძები, მოწესრიგდება ტროტუარები და მოეწყობა საავტობუსო ზოლები. მინდა, კომპანიებს მივმართო, მიიღეთ მონაწილეობა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის გამოცხადებულ ბაზრის კვლევაში. ძალიან მნიშვნელოვანი გამზირია და არსებული ვითარება სახარბიელო არაა. გვაქვს კონკრეტული მონაკვეთები, რომელიც ძალიან დაზიანებულია. შესაბამისად, ამ ყველაფრის მოწესრიგება, განახლება და რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, რადგან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ერთდროულად განხორციელება დედაქალაქში გარკვეულ პრობლემებს ქმნის, თბილისის მუნიციპალიტეტი მათ ეტაპობრივად ახორციელებს.

„ცხადია, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ასეთი მსხვილი პროექტები ერთდროულად დავიწყოთ. ყველა ასეთი მნიშვნელოვანი ქუჩის თუ გამზირის ერთდროულად ჩაკეტვა გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს. შესაბამისად, გვიწევს ამ პროექტების ეტაპობრივად განხორციელება, თუმცა, ყველა მეთანხმებით ალბათ იმაში, რომ ამ გამზირების განახლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასე რომ,
ცხადდება ბაზრის კვლევა, ჩატარდება კონკრეტულად ტენდერი, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და ვფიქრობთ, რომ ახალი წლის მერე, როდესაც დღესასწაული ჩაივლის, სამუშაოების განხორციელება დავიწყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved