თბილისის განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ თანამდებობაზე სანდრო ტოგონიძეს ლევან ჯღარკავა შეცვლის.
„თბილისის განვითარების ფონდში გვყავს ახალი ხელმძღვანელი. სანდრო ტოგონიძე, რომელიც ფონდს დღემდე ხელმძღვანელობდა, კერძო სექტორში გადადის. სამწუხაროდ, კერძო სექტორი სერიოზულ კონკურენციას გვიწევს და კადრების გადინება ხდება. მადლობას ვუხდი სანდრო ტოგონიძეს და წარმატებებს ვუსურვებ მის ბიზნესსაქმიანობაში. ამ თანამდებობაზე მას შეცვლის ლევან ჯღარკავა, რომელიც დღემდე დიდუბის რაიონის გამგებელი იყო. ლევანს დიდი გამოცდილება აქვს, ხელმძღვანელობდა დიდ კომპანიებს და, დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება ამ თანამდებობაზეც“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება დიდუბის რაიონის გამგებლის კანდიდატს, მისი ვინაობა მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.














კომენტარები