• რეკლამა
  • კონტაქტი
09:17, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის ერთერთ მიწისქვეშა გადასასვლელში მანიაკი სტუდენტ გოგოებს ავიწროებს

ალია ავტორი - ალია
02:49 07-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

თბილისის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტები, შაბათის ფორმულას უყვებიან, რომ კაცი სტუდენტ გოგონებს უნივერსიტეტამდე მისასვლელ გზაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში, სექსუალურად სისტემატიურად ავიწროებს.

ერთ-ერთი რესპოდენტი ამბობს, რომ კაცი მას მიწისქვეშა გადასასვლელში აედევნა და ხელითაც შეეხო. 

“დავინახე რომ საპირისპირო მხრიდან მოდიოდა მამაკაცი. ჩემზე ოდნავ დაბალი იყო. 1.70-მდე სიმაღლეში, პუტკუნა, შავი თმით. თავიდან არაფერი იყო გასაკვირი, გავიგე ქამრის ხმა, დავაკვირდი, მაგრამ არაფერი. ჩავუარე და უკან როცა იდგა ტელეფონზე ლაპარაკობდა. “აა მეორე მხარეს უნდა ამოვიდეო”? ჩემს გასაგონად თქვა – შემობრუნდა და მე გამომყვა. მივდიოდით ორივე, რაღაც მომენტში დამეტაკა, ხელი შემომხვია და კაბის ქვეშ შემეხო ფეხებს შორის და გაიქცა”, – ამბობს ის შაბათის ფორმულასთან. 

კიდევ ერთი სტუდენტი გოგოს თქმით, მას კაცი დილით, უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელში სხვა გოგოც იყო, კაცმა თავი არ შეიკავა და ისინი სექსუალურად შეავიწროვა. 

“20 ივნისს, კვირას, 11 საათზე, მივდიოდი უნივერსიტეტში…ვიცოდი ეს ისტორიები სხვა გოგოებისგან, გულში გავიფიქრე, იმედია არ შემხვდება თქო მაგრამ შემხვდა. წინ ერთი გოგო მიდიოდა და ამ კაცმა რომ დაგვინახა, ამოიღო თავისი სასქესო ორგანო და დაიწყო მასტურბირებდა. ძაან შოკში ჩავვარდი, ვეჩხუბე და ამ ჩხუბზე, რაღაცნაირი სახე მიიღო, თითქოს გაოცდა, გაბრაზდა. მაგ დროს შეეშინდა და გაიქცა, მე ავედი უნივერსიტეტში და გამოცდა ვწერე”, – განაცხადა გოგომ.

გოგონები ერთმანეთს დაცვას ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ და მეგობრებს აფრთხილებენ, რომ მიწისქვეშა გადასასვლელში ე.წ. მანიაკი დადის.

გზის ის მონაკვეთი, სადაც ეს შემთხვევები ხდება უნივერსიტეტის ტერიტორიას არ ეკუთვნის, შესაბამისად არ არის დაყენებული სათვალთვალო კამერები. პოლიციის რეაგირების არაეუფექტურობაზე, სტუდენტები აქტიურად საუბრობენ უნივერსიტეტშიც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved