• რეკლამა
  • კონტაქტი
22:03, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თბილისიდან გაძევებული პოზნერი ემოციურადაც ძალიან სასიამოვნო საცქერი იყო და რაციონალურადაც“

ალია ავტორი - ალია
17:54 04-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:

„თბილისიდან გაძევებული პოზნერი ემოციურადაც ძალიან სასიამოვნო საცქერი იყო და რაციონალურადაც.

ემოციურის მიზეზებს აღარ მოვყვები, მარტივია.

რაციონალურს რაც შეეხება, მეგონა ესეც მარტივი იყო, მაგრამ ისეთი “მაღალ” პედესტალზე მდგომი “პატრიოტ/ინტელექტუალების” პოსტები წავიკითხე, სადაც “გონივრულად” არიდებენ თავს მთავარ სათქმელს და ცდილობენ ამ ყველაფრის უკულტურობის და ლამაზი არ იყოს კონტექსტში ჩვენებას, ან რუსული ბაზარი ხომ გინდათ ძახილს რომ გაოგნებული ვსქროლავდი 20 წუთის მანძილზე ფბ-ს.

ყველაზე მთავარი კითხვა რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს ის არის

– რატომ იხდის ბატონი პოზნერი თურმე სამი წელია დაბადების დღეს საქართველოში?

– რას წარმოადგენს მისთვის საქართველო ამ შემთხვევაში?

– უყვარს ჩვენი ქვეყანა პუტინის მეხოტბეს და მისი რეჟიმის ერთ ერთ მთავარ მეციხოვნეს?

– რა სიყვარულია ეს? ვისი?

მართალი ხარ. ზუსტად ეგ არის რაც ამ წუთს გაიფიქრე. მისთვის ეს ქვეყანა ერთი დიდი სახინკლე ან სახაჭაპურეა, სადაც კარგად მღერიან, კარგად ცეკვავენ და კარგ საჭმელს ამზადებენ, კარგი ღვინო აქვთ, დილით ბორჯომი.

მისთვის აქაურობა ქვეყანა საერთოდ არ არის, სუვერენიტეტი არ აქვს, სახელიც არ ქვია, უბრალოდ ერთი დიდი რესტორანია თავის ცეკვა-სიმღერით. ჩამოდის ჩვენთვის ყველაზე მთავარ დღეს 31 მარტს, იმისთვის რომ დაგვცინოს, მუცელი ამოიყოროს, გაილეშოს, პერიოდულად მერე ისევ დაგვცინოს სხვადასხვა ეკრანებიდან.

ზუსტად ამიტომ იყო სწორი გუშინდელი ამბავი რაციონალურად. ზუსტად ისეთი პასუხი უნდა მიიღოს როგორც თავად უყურებს აქაურობას

ასეთი პასუხი უნდა მიეღო ქოცების მეგობარი ვინოტელისაგანაც და ნაცების მეგობარი რუმსისგანაც. და ორივე თანაბრად დასაძრახისია, იმის მიუხედავად ვინ ვისი მეგობარია.

ყველაფერი სხვა უკვე ჩვენი ხელისუფლების კისერზეა. მწვანე კორიდორი, კომენდანტის საათის დარღვევა, საშვები, და ა.შ და ამაზე პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ.“

თეგები: თინა ხიდაშელიპოზნერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved