უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად 50 დღე რჩება. ჩემპიონატის მატჩები საქართველოს სამ დიდ ქალაქში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირველი დაბრენდილი მატარებელი გაემგზავრა.
დღესვე მატარებლების მონიტორებში ვიდეო რგოლები გაეშვა, რომელიც მგზავრებს ჩემპიონატთან დაკავშირებულ ინფორმაციას გააცნობს.
დაბრენდილი მატარებელი გამგზავრებამდე ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანების დირექტორმა დაათვალიერეს.
კომენტარები