ევაკუაცია გალერია თბილისიდან – რამდენიმე წუთის წინ, მოქალაქეებს სავაჭრო ცენტრი დაატოვებინეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. მიზეზი უცნობია.
როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ MTVAVARI.TV-ს უთხრა, შენობაში სირენა ჩაირთო და კონსულტანტებმა ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.
არსებული ინფორმაციით, ევაკუაცია უსაფრთხოების გამო გამოცხადდა.
განახლება:
“სავაჭრო ცენტრში, მესამე სართულზე, ერთ-ერთ ობიექტზე დენის სადენებს გაუჩნდა ცეცხლი, რის გამოც დაკვამლიანება მოხდა და ავტომატური განგაში ჩაირთო. ამ ეტაპზე შენობა სრულად ევაკუირებულია და ყველა მომხმარებელი შენობიდან უსაფრთხოდ გავიდა. დაშავებული არავინ არ არის.
ცეცხლის კერა ლოკალიზებულია. ახლა კვამლია შენობაში, როდესაც კვამლი გავა შუქი ჩაირთვება. დაზიანებული არაფერი არ არის”, – განაცხადა “გალერია თბილისის” კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა.
კომენტარები