“ენმ”-ის ლიდერი, ნიკა მელია, “ტვ პირველთან” ამბობს:
“მთელმა საქართველომ დაინახა რა შეუძლია მიხეილ სააკაშვილს, რა შეუძლია ნაციონალურ მოძრაობას.
იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რასაც ვფლობ, მე ჯერ არ ვიცნობ ხელისუფლებას საქართველოში, რომელიც დედაქალაქს პირწმინდად აგებს და ინარჩუნებს ხელისუფლებას.
მიხეილ სააკაშვილი რომ დადიოდა შუა ბათუმში, მარტო იყო, თუ ჰქონდათ ინფორმაცია, რატომ მაშინ არ დააკავეს? წარმოდგენა არ ჰქონდათ და ვერც გაიგებდნენ ვიდეო რომ არ გაევრცელებია.
ყველას ვთხოვ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. თბილისში გავზარდოთ სხვაობა, შემთხვევით არ ვსაუბრობ თბილისზე, თბილისელებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ამით არა მხოლოდ თბილისში ვიმარჯვებთ, ამით ვეხმარებით მთელ საქართველოს.”
კომენტარები