• რეკლამა
  • კონტაქტი
13:42, შაბათი, 6 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თავზე – დაზიანებები, ტანზე – დალურჯებები, დაკბენილია” – შამგონაში მომხდარი თვითმკვლელობის ახალი დეტალები (ფოტოები)

ალია ავტორი - ალია
12:34 01-18-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75
ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე სამი დღით ადრე, სო­ფელ შამ­გო­ნა­ში მომ­ხდარ გა­უ­გო­ნარ ტრა­გე­დი­ა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს. შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია სა­მეგ­რე­ლოს სო­ფელ­ში 2019 წლის 28 დე­კემ­ბერს მოხ­და. სამი შვი­ლის დედა, 32 წლის ეკა მი­ქა­ვა, მე­ზობ­ლის ეზო­ში მდე­ბა­რე ნა­გე­ბო­ბა­ში ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს.

მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე და­ნა­შა­უ­ლის ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო ვერ­სი­ე­ბი გავ­რცელ­და: გარ­დაც­ვლი­ლის ძმა და მამა სუ­ი­ციდს გა­მო­რი­ცხავ­დნენ და ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი მე­უღ­ლემ ჯერ სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მა, შემ­დეგ კი მე­ზობ­ლის ბო­სელ­ში ჩა­მო­კი­და. ხოლო მე­ზობ­ლე­ბი, თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას არ გა­მო­რი­ცხავ­დნენ. მათი ნა­ამ­ბო­ბით, ეკა მი­ქა­ვა ყვი­რი­ლით თხოვ­და დახ­მა­რე­ბას მე­ზობ­ლებს, ერ­თმა ურ­ჩია ერთ-ერთ სახ­ლში შე­ე­ფა­რე­ბი­ნა თავი და ბო­ლოს სწო­რედ იმ ეზოს­კენ მი­მა­ვა­ლი ნა­ხეს ახალ­გაზ­რდა ქალი მე­ზობ­ლებ­მა.

მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს და­ა­კა­ვეს გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე – ბა­კურ სორ­დია, რო­მელ­საც ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 31 დე­კემ­ბერს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.საქ­მეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “სა­ფა­რი” სწავ­ლობს, რომლის ად­ვო­კა­ტიც, ელი­სო რუ­ხა­ძე ცოტა ხნის წინ პირ­ვე­ლად გა­ეც­ნო საქ­მის მა­სა­ლებს.

“იმ ღა­მეს ბა­კურ სორ­დია მთვრა­ლი მი­ვი­და სახ­ლში. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა მოწ­მე ადას­ტუ­რებს, რომ მას ჰქონ­და ძა­ლი­ან ცუდი და აგ­რე­სი­უ­ლი სიმ­თვრა­ლე. ამას არ უარ­ყოფს თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლიც. ძა­ლა­დო­ბას უკავ­ში­რებს უმუ­შევ­რო­ბას და უსახ­სრო­ბას, ვი­ნა­ი­დან იყო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.ტრა­გე­დი­ის დღეს კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას სთხოვ­და ცოლს წა­ყო­ლას, თუმ­ცა იმ­დე­ნად უგო­ნოდ მთვრა­ლი იყო, ქალ­მა უარი უთხრა. შემ­დეგ ფულს სთხოვ­და. ესეც რომ ვერ მი­ი­ღო, გა­და­ვი­და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე. სი­ტუ­ა­ცი­ის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის მიზ­ნით მათ შო­რის ჩად­გა ბრალ­დე­ბუ­ლის დედა, რო­მე­ლიც სცე­მა ბრალ­დე­ბულ­მა და დი­ვან­ზე და­აგ­დო. მა­მა­კაცს დე­დის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის­თვი­საც აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი.ამის შემ­დეგ, ეკა მი­ქა­ვა გა­მო­ე­სარ­ჩლა დე­დამ­თილს. თუმ­ცა, მას შემ­დეგ რაც მე­უღ­ლე გა­იქ­ცა სახ­ლი­დან და შვე­ლას თხოვ­და მე­ზობ­ლებს, სორ­დია მი­უბ­რუნ­და დე­დას, რო­მელ­საც ხელ­ში წლი­ნა­ხევ­რის შვი­ლიშ­ვი­ლი ეჭი­რა და ისევ სცე­მა ის. ამ დროს ქალს ბავ­შვი ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და და ძირს და­ვარ­და” – უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

ჩა­მომ­ხრჩვა­ლი ეკა მი­ქა­ვა მე­ზო­ბელ­მა ზაზა ბო­ხუ­ამ იპო­ვა სა­კუ­თარ ბო­სელ­ში. ბო­ხუა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც გარ­დაც­ვლი­ლი თო­კი­დან ჩა­მოხ­სნეს, აცხა­დე­ბენ, რომ გვამს არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა და გვა­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქმი.

დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, გარ­დაც­ვლი­ლის თავ­ზე აქვს უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, მთელ ტან­ზე სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი და და­ლურ­ჯე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, მკლავ­ზე კი დაკ­ბე­ნი­ლია.

Ambebi.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved