• რეკლამა
  • კონტაქტი
11:06, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თავში, სახეში ვურტყით… 3 წუთი ვცემდით… ეს ცოტა იყო, კიდევ ერთი მაგდენი არ აწყენდა” – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
20:50 03-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,279

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია პარტიის ოფისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ხვიჩია ამბობს, რომ იმ ადამიანს, რომელიც მათთან ოფისში მივარდა და იქ მყოფ პირებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მას კი ცხვირი დაუზიანა, ფიზიკურად თავადაც გაუსწორდნენ.

იაგო ხვიჩია, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, ამბობს:

“დღეს განყოფილებაში ვიყავი და ჩემი პოზიცია ავუხსენი, რომ არც ჩივილს და არც ექსპერტიზის ჩატარებას არ ვაპირებ. ამ შემთხვევაში, მე მოძალადესთან სამართლებრივი პრეტენზიები არ მაქვს. მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც ყველა ნაკაწრზე პოლიციაში დარბის და ხალხს იმას მოუწოდებს – რომ ერთმანეთს უჩივლეთ, ერთმანეთი დააჭერინეთ და ა.შ. ზოგადად, ჩხუბი ადამიანურია. ამ მოძალადეს კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით მივბეგვავდი და ველოდები, ეს დღე როდის დადგება. მთელი ცხოვრება ასე ვიქცეოდი. თუ ვინმე ირტყმევინებოდა, საბოლოო ჯამში უფრო მეტი ხვდებოდა. ეს იყო ჩემი მოწოდება. იმის მიუხედავად, რომ ცხოვრებაში ბევრჯერ მიჩხუბია, პოლიციის განყოფილებაში კალმითა და ფურცლით არასოდეს მირბენია. 

იმ ადამიანს თავზე ჩაშავებული ადგილები ექნება, რადგან ოფისში ხელი ყველას ტკივა – ეს ხელები კიდევ მას თავში, ან სახეში ურტყეს. მე კი ცხვირზე ამ დაზიანებას არ მოვუკლივარ. ზოგადად, მამაკაცების შემთხვევაში ჩხუბი ხშირად ხდება და ეს ასეთი დრამატული მოვლენა არ არის, როგორც ქალების შემთხვევაში შეიძლება, იყოს. უპასუხისმგებლობა ის არის, მოყვასს რომ მურუსიძის სასამართლოში უჩივლო… მე არაადეკვატურად ის ხალხი მიმაჩნია, ყველანაირ ჩხუბზე რომ პოლიციაში გარბიან. თუ ვინმე გირტყამს, შენც უნდა დაარტყა, როცა ამის შესაძლებლობა გაქვს.

ჩვენ იმით ვართ უკმაყოფილო, რომ ეს ადამიანი სწრაფად გაგვექცა. სულ ერთი 3 წუთი ვცემდით. ჩემი აზრით, ეს ცოტა იყო. კიდევ ერთი მაგდენი არ აწყენდა… მე მირჩევნია, პასუხისმგებლობა იმაზე ავიღო, რომ ადამიანს ვუთხრა, მურუსიძის სასამართლოში არ წავიდეს და თუ ვინმე საცემია, თავად მიხედოს, ვიდრე პირიქით, წახვიდე მურუსიძის სასამართლოში, როცა სამართლიანი სასამართლო გვექნება, ასეთ საქმეებზე საჩივარს მერე შევიტან”..

ცემა არასოდეს არავისთვის შემირჩენია. ხელი ყველას მოხვედრია. ხან გცემენ, ხან კი შენ სცემ. მთავარი მუღამი იმაში მდგომარეობს, გაქვს თუ არა უნარი, რომ თავი არ დააჩაგვრინო. მე ეს უნარი ყოველთვის მქონდა – იმ შემთხვევაშიც, როცა ვინმე ჩემზე ძლიერი იყო. იმიტომ, რომ როცა ამის მომენტი მოდიოდა, თავში ქვას ვურტყამდი. 90-იან წლებსა და 2000-იანების დასაწყისში, ჩხუბის გამო პოლიციაში წავალ და გიჩივლებო, ვერავის ეტყოდი. რადგან ამ ქვეყანაში სასამართლო სამართლიანი არასოდეს ყოფილა, სურვილიც არ გამჩენია, ჩხუბის გასარჩევად იქ წავსულიყავი”.

 

თეგები: იაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved