• რეკლამა
  • კონტაქტი
14:49, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თავს ნუ მოიტყუებთ! მოსყიდვა და ზეწოლა 2012 წელს რომ იყო, ისეთი უნდა, მაგრამ მაინც მოიგო მაშინ ოპოზიციამ” – მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
15:12 10-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში აფასებს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მეტრეველი აღნიშნავს, რომ მას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და მიზეზებსაც განმარტავს.
როგორც მეტრეველი აღნიშნავს, მისთვის მიუღებელია “ოცნების” მხრიდან ზიზღის კამპანია., “ნაციონალურ მოძრაობის” მთავარ პრობლემად კი  მიაჩნია არა “9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი”, არამედ თუ რა გააკეთეს მათ ოპოზიციაში ყოფნის დროს ამომრჩევლისთვის.  მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” მერობის კანდიდატად არა-ნაცი კანდიდატი უნდა შეეთავაზებინათ.

“მიუხედავად იმისა რომ არჩევნენბზე არ წავედი, რადგან ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა არ მინდოდა, ხოლო 5 – იანის შემოხაზვა ჩემთვის წარმოიმუდგენელი ამბავია (ეს ჩემთვის უფრო მორალური არჩევანია, ვიდრე პოლიტიკური, ამიტომ ტყუილად ნუ დამამუნათებთ. გამოროცხულია 5-იანი შემოვხაზო, ვისთანაც და რასთანაც არ უნდა იყოს  შეზავულებული), მიუხედავად ამისა, მაინც მინდოდა, რამდნეიმე დიდ ქალაქში ოპოზიციას მოეგო (მაგალითად ბათუმში და ქუთაისში), რადგან “ოცნებას” უნდა ენახა, რომ მისი საოცარი უტიფრობა ასე მარტივად არ ჩაივლიდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. რა არის ამის მთავარი მიზეზი? მოსყიდვა? ზეწოლა?თავს ნუ მოიტყუებთ! მოსყიდვა და ზეწოლა 2012 წელს რომ იყო, ისეთი უნდა, მაგრამ მაინც მოიგო მაშინ ოპოზიციამ.მთავარი მიზეზია მთავარი ოპოზციური ძალის უტიფრობა. ამ ძალის და მათი მხარდამჭერების უტიფრობა. ანუ ამომრჩეველი “ოცნების” და მისი ბოსების უტიფრობის საპირწონედ იღებს არა რიამე ახალს, არამედ ძველს და ასევე უტიფარს. “ნაციონალური მოძროაბის” მთავარი პრობლემა დღეს ის კი არ არის, რას აკეთებდა იმ “სისხლიან 9 წელში”, არამედ მათი მთავარი პრობლემაა, რას აკეთებენ ამ 9 წელში, რაც ოპოზიციაში არიან. ამ 9 წლის განმავლობაში ამომრჩეველს ვერ აჩვენს მათ, რომ რაიმე გაიგეს, ან რაიმე ისწვლეს. უფრო პირქით: დანაშაულს ისევ შეცდომებს ეძახიან, დამნააშავეებს – პოლიტპატიმრებს( და ახლა მათ ამ იგავმიუწვდომელ დაბოლებაში სხვა ოპოზციური პარტიებიც აყვნენ). ოპოზციაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში მათი ქცევა და რიტორიკა ისევ ისეთი აგრესიულია, როგორიც ხელისუფლებაშიყოფნის დროს იყო. დღეს ბევრს საუბრობენ ზიზღის კამპანიის შესახებ, რომელსაც “ოცნება” აწარმოებდა ოპონენტების წინააღმდეგ, ეს ამაზრზენია, მაგრამ ეს ზიზღი ცალმხრივი ხომ არასდროს ყოფილა? ოპოზიცია უკვე წლებია “ოცნებას”  და მის მომხრეებს პუტინის მონებს ანუ ქვეყნის გამყიდველებს და მოღალატეებს ეძახის. თქვენ გგონიათ, ეს ნაკლებად შეურაცხმყიფელია, ვიდრე “მკვლელებოს” და “მეცოცხეებოს” ძახილი? ან გაიხსენეთ, რა მოხდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ. ვინ დაიწყო, ზიზღის კამპანია? სწორედ ოპოზიციამ გვარამიას თამადობით. მათ ისეთები იკადრეს ქალი კანდიდატის წინააღმდეგ, ყურში არ შეიშვებოდა.  ეკრანიდან გინებაც კი არ დააკლეს. (“მოღალატის” და “სამშობლოს გამყიდველის” ძახილზე აღარაფერს ვამბობ). კანდიდატის დაბულინგების უპრეცენდენტო კამპანია მიდიდოა და ამაზე ოპპზიციის მხარდამჭერ არცერთ  ე. წ. ინტელექტუალს ხმა არ ამოუღია. სამაგიეროდ საპასუხოდ მეორე ტურის წინ “ოცნებამ” რომ  გამოაკრა სისხლიანი ბანერები, მერე აღშფოთდნენ. ორმაგი სტანდარტი – ეს მთავარი ოპოზიციური ძალის უტიფრობის ერთ-ერთი შემადგენელია. ამომრჩეველი კი ბრმა არ არის და არც ისეთი ცხვარია თქვენ რომ გგონიათ და ეძახით.თქვენ სერიოზულად გგონიათ, რომ ადამიანს,  ვისაც ოპოზციის მხარდაჭერა აქვს გადაწყვეტილი მას აზრს 20 ლარით, ან 50 ლარით შეაცვლევინებ? 20 ლარად არჩევენებზე შეიძლება ის ადამინი წავიდეს, ვისაც ისედაც “ოცნება” მოსწონს, ან მისი წინააღმდეგი დიდად არა, მაგრამ არჩევნებზე წასვლა ეზარება და ფულის ხათრით მიდის.  ვინმე ოპოზციის მომხრე იყოს, “ოცნების” გაგდება უნდოდეს და 20 ლარის გამო აზრი შეიცვალოს, წარმოუდგენელი ამბავი მგონია.ასე რომ თავს ნუ იტყუებთ და  ხალხს ნუ ლანძღავთ. უმჯობესია მიზეზი საკუთარ თავში იპოვოთ და რამე შეცვალოთ. “არჩევნებს აზრი არ აქვს” და “რევოლიციის” ძახილით ამას ვერ მოახერხებთ. ხომ ხედავთ, არ მოგყვებათ ხალხი ამ რევოლიციაზე და ისევ იმავე წრეზე რატომ მიდიხართ? ესეც მოწმობს, რომ ვერაფერი გაიგეთ და ვერაფერი ისწავლეთ.ერთადერთი რასაც ამ პერმანენტული კრიზისების გამოწვევით ახერხებთ, ქვეყნის და საკუთარი თავის დაზიანებაა. ჰოდა, შემდეგი არჩევნებიც თუ “ოცნებამ” მოიგო, ეს მხოლოდ თქვენი დამსახურება იქნება და ყველ აიმ პარტიის, ვინც “ნაციონალურ მოძრაობას ეტენება” და ჩემნაირ ამომრჩეველს არჩევანს უმცირებს. რა უნდა გექნათ სხვა? მაგალითად შეგერჩიათ არა-ნაცი მერობის კანდიდატი, ვინც ნაცების ამომრჩეველსაც მოეწონებოდა და მეც და ჩემნაირებიც წავიდოდით არჩევნებზე. – წერს მერაბ მეტრეველი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved