ფოტო – mo se
საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და აქციის მონაწილეებს მიესალმა.
“1989 წლის 9 აპრილს აქ მომხდარი მოვლენა ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე მოხდა. ეს დღე აკავშირებს საქართველოს, გერმანიასა და მსოფლიოს ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა სწყურიათ. თუ დღეს მსოფლიოს გარშემო მიმოვიხედავთ, დავინახავთ, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – თქვა გერმანიის ელჩმა.
















კომენტარები