35 წლამდე კაცი ხობის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
როგორც გიორგი სოსელია ამტკიცებს ძალოვანმა ხუთ სხვა ოპერმუშაკთან ერთად თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და სიტყვიერი შეუმარცხოფა მიაყენაა.
“ვიმყოფებოდი ჩემს საკუთრებაში არსებულ რესტორანში, ხობში. საიდანაც გამოვდიოდი ღამის საათებში და ვნახე, რომ აღნიშნული „შკოდას“ ტიპის ავტომობილი გვითვალთვალებდა. ვიმყოფებოდით მე და ჩემი და. შევაყენეთ თუ არა ავტოსადგურში, მოგვადგნენ პოლიციელები, 4 პოლიცილი, და აღნიშნული პიროვნება გვეუბნება ჩწიეთ მინა ჩემი დის მიმართულებით. ეს პიროვნება აღმოჩნდა ხობის სამართველოსუფროსის მოადგილე. დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ. აგრესიით მეუბნებიან, რომ აგვიხადე საბარგული. ვერ გამიმარტეს მიზეზი და დამაკავეს, დანით გამომიგლიჯეს კარი და ძალით გადავყავართ. ვხედავ რომ არ იცოდნენ არანაირი მუხლი. შემდეგ მოახდინეს ჩემი იდენტიფიცირება და მითხრეს, რომ გაჩერდი, შეიძლება გაგიშვა”.-ამბობს მოქალაქე.
კომენტარები