• რეკლამა
  • კონტაქტი
21:56, შაბათი, 21 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თავისუფლების მოედანი“ კვლავ გაივსება” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:49 02-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,263

,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი:

,,ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 340 მილიონი კაცი ცხოვრობს, ევროკავშირში კი- თითქმის 450 მილიონი. მსოფლიო ეკონომიკის ნახევარზე მეტი სწორედ ამერიკა-ევროპაა. პოლიტიკური სისტემა ამერიკასა და ევროპაში ურთიერთშეკავების, დაბალანსებისა და თვითრეგულირების პრინციპებს ეფუძნება. ლობიზმს, ცხადია, დიდი ძალა აქვს, მაგრამ არა – გადამწყვეტი, რაც ბარაკ ობამას მაგალითზე ვიხილეთ. მსოფლიოში უძლიერესი ებრაული ლობი და თვით ისრაელის პრემიერ-მინისტრი საჯაროდ გამოდიოდნენ ბარაკ ობამას წინააღმდეგ, მაგრამ ეთნიკურმა, რელიგიურმა და სხვა ტიპის უმცირესობებმა და ლიბერალურად განწყობილმა საზოგადოებამ მაინც ბარაკ ობამა აირჩია.

მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს საუდის არაბეთის მაგალითი. ეს ისლამის აკვანია, მენტალობითა და ცხოვრების წესით საუდის არაბეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გადაულახავი ბარიერია. თუმცა, საუდის არაბეთმა განსწავლული ლობიზმით ამერიკას სადამ ჰუსეინი ჩამოაგდებინა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს არც ამერიკა და არც ევროპა საუდის არაბეთისგან არც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და არც მუსლიმანური სკოლების დახურვას არ ითხოვს.

დღეს ევროპარლამენტი ჩვენგან სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღებით გვემუქრება და სანქციებზე ლაპარაკობს. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ სააკაშვილის ლობისტებმა ზოგადი განწყობაც შექმნეს და პოლიტიკური წრეებიც, მედიაც და არასამთავრობო სექტორიც დაარწმუნეს, რომ სააკაშვილი თითქოსდა მსხვერპლია, სააკაშვილ-ბოკერიები თითქოსდა ჩაგრულები არიან, მჩაგვრელი კი ივანიშვილია. ხაზს ვუსვამ: სწორედ ივანიშვილი და არა ხელისუფლება ან „ქართული ოცნება“.

მსოფლიო დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაგრავს, ბიძინა ივანიშვილი აწამებს, ბიძინა ივანიშვილი წამლავს და კლავს მიხეილ სააკაშვილს. თანაც, ეს თურმე ივანიშვილის პირადი შურისძიებაა. არადა, ნებისმიერ, მცირედი ჭკუის პატრონსაც კი უნდა ესმოდეს, რომ სააკაშვილის მოწამვლა და მოკვლა არ შედის არც ბიძინა ივანიშვილის და არც ხელისუფლების ინტერესში.

რომ არა კოჰაბიტაცია, რომ არა პარლამენტში ვაშაძეების, ხოშტარიების, ჯაფარიძეების შეთრევა და კიდევ სხვა მრავალი „რომ არა“ (მაგალითად, რომ არა მართლმადიდებლური პანსიონატების დახურვა), დღეს ეს ვითარება არ იქნებოდა.

არსებული ვითარება მძიმეა და ძალზედ გონივრული მოქმედებაა საჭირო. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ვითარება შეიძლება ნელ-ნელა დამძიმდეს და ბოლოს, საქართველო ირანის მდგომარეობაში აღმოჩნდეს – ყველასაგან მოწყვეტილი და იზოლირებული. ირანი ტყუილად არ ვახსენე. დღეს სააკაშვილის ლობისტები დასავლეთს სწორედ იმაში არწმუნებენ, რომ საქართველო ირანია, ივანიშვილი კი-აიათოლა ხომეინი. ნოემბერში მე და დავით თარხან-მოურავს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ამგვარი მოსაზრების გამჟღერებლებთან ცხარე კამათი გვქონდა.
ირანში, საქართველოსგან განსხვავებით, დაახლოებით 90 მილიონი კაცი ცხოვრობს. ირანი რუსეთთანაც მეგობრობს, ჩინეთთანაც და ინდოეთთანაც, მაგრამ სრულ იზოლაციაშია და განვითარების დონით მსოფლიოს სერიოზულად ჩამორჩება. საქართველო მსგავს იზოლაციას ვერ გაუძლებს.სწორედ ამგვარი იზოლაციის დაწესებისთვის იწყებენ ბრძოლას სააკაშვილის ლობისტები და ჩვენ ამას მალე დავინახავთ.

ცხადია, საქართველომ თავისი ინტერესები უნდა დაიცვას, მაგრამ ყველა ხიდი არ უნდა ჩატეხოს, ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ და ოქროს შუალედი უნდა დავიცვათ.
ადრეც ვამბობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის შვეიცარიის მოდელი იდეალურია, საქართველომ გეზი სწორედ შვეიცარულ მოდელზე უნდა აიღოს და ეს მკაფიოდ უნდა ავუხსნათ ევროპა-ამერიკას.

დღეს შექმნილ ვითარებაში რადიკალურად განსხვავებული მოქმედებებია საჭირო. ზედმეტი გაბრაზების გარეშე, ტკბილი სიტყვით, მაგრამ მტკიცედ და ცალსახად უნდა გავაგებინოთ ევროპა-ამერიკას, რომ სააკაშვილი მსხვერპლი არაა, რომ მას არავინ წამლავს და კლავს, რომ სააკაშვილის განაყოფები – ბოკერიები, ვაშაძეები, ხოშტარიები, ჯაფარიძეები და სხვები პოლიტიკური ცილისმწამებლები და შანტაჟისტები არიან და რომ საქართველოს მომავალი შვეიცარული მოდელია.

შეგვიძლია თუ არა, ამ ყველაფერში მკაფიოდ დავარწმუნოთ ევროპაც და ამერიკაც? ცალსახად ვაცხადებ, რომ შეგვიძლია! გვაქვს მოქმედების მკაფიო გეგმა და ამ გეგმას საზოგადოებას თებერვლის ბოლომდე გავაცნობთ. ახლა კი უბრალოდ ვიტყვი, რომ „თავისუფლების მოედანი“ კვლავ გაივსება.”

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved