სინდისის პატიმრების მშობლების რეგიონებში ვიზიტი გრძელდება – დღევანდელი გაჩერების ადგილი გარდაბანია. პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები გარდაბნის ცენტრში გაზეთებს “თავისუფლების ხმა ციხიდან” ამ წუთებში არიგებენ.
უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ რეგიონებში გასვლით სამთავრობო პროპაგანდას უპირისპირდებიან და მათი შვილების წინააღმდეგ შეკერილ საქმეებზე ხალხს თავად უყვებიან.
კომენტარები