აქცია ქუთაისში. “თავისუფლება უკრაინას” – სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ.
მათი თქმით, მეგობარი ქვეყანა ომის ზღვარზეა და ახლა დუმილი დანაშაულია.
აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მეგობარ ქვეყანას ღია მხარდაჭერა გამოუცხადოს.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის საზღვართან და მის მიერ ანექსირებულ ყირიმში, თავი მოუყარა ასი ათასზე მეტ სამხედროს, რამაც დასავლეთის ქვეყნებში გამოიწვია განგაში, რომ მოსკოვი კვლავ აპირებს უკრაინაში შეჭრას.














კომენტარები