“თავისუფლება ლაზარეს” – ამ სახელწოდებით დღეს, 1-ელ მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომის პარალელურად, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორი მოძრაობა სირცხვილიაა. მხარდამჭერი აქცია 16:00 საათზე დაიწყება, სასამართლო პროცესი კი 17:00 საათზეა ჩანიშნული.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს. მას ბრალად 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებისთვის ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა ედება.
კომენტარები