• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თავი სიზმარში მგონია“ – New York Times-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა

ალია ავტორი - ალია
17:11 03-14-2023
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,168

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ სპორტული გამოცემების ინტერესის სფეროში არ არის. გავლენიანი ამერიკული გაზეთის New York Times ჟურნალისტი რორი სმიტი „კვარასთან“ ინტერვიუს ჩასაწერად ნეაპოლს საგანგებოდ ეწვია და ქართველს თავისი იტალიური კარიერის პირველი 9 თვის შესახებ ესაუბრა.

„ის შეიძლება არ იქცეოდეს ისე, როგორც ვარსკვლავი. შეიძლება, არ გრძნობდეს თავს ვარსკვლავად, მაგრამ მას სწორედ ისე ექცევიან [მოწინააღმდეგე გუნდები], როგორც ვარსკვლავს“, – აღნიშნავს ჟურნალისტი, როდესაც საუბარი მეტოქეების მხრიდან კვარაცხელიას მისამართით განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას ეხება – 

„ვგრძნობ, რომ ჩემი ფაქტორი მოქმედებს და ეს მაშინ ჩანს, როცა მოწინააღმდეგეთა დაცვით განლაგებებს ვაკვირდებით, თუმცა, ამაზე ნაკლებად ვფიქრობ”, – ამბობს თავად კვარაცხელია.

მისი თქმით, გულშემატკივრების მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს.

„რაც აქ ჩამოვედი, თავი სიზმარში მგონია. თავიდანვე ყველაფერი ისე კარგად აეწყო, ზღაპარს ჰგავდა, მაგრამ რაღაც მომენტში მომიხდა, თავი ხელში ამეყვანა – საკუთარ თავს შევახსენე, რომ ეს რეალობა იყო და ძალა უნდა მეპოვა, რომ არ მოვდუნებულიყავი და ყველაფრისთვის ფეხი ამეწყო.

მადლიერებით სავსე ვარ იმ სიყვარულისა და მიჯაჭვულობისთვის, რასაც ხალხისგან ვგრძნობ. ეს მოტივაციას და ინსპირაციას მაძლევს და ამასთან, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ყოველ თამაშზე უნდა დავამტკიცო, რომ იმის გაკეთება შემიძლია, რისი პირობაც დავდე“, – ამბობს ფეხბურთელი.

ხვიჩა კვარაცხელიამ იმაზეც ისაუბრა, თუ რას თვლის მის მთავარ ღირსებად მოედანზე.

„თავისუფლება – ეს არის ის, რასაც საკუთარ თავში ვაღიარებ. ეს კი იმიტომაა, რომ მიყვარს, რასაც ვაკეთებ. როდესაც ვთამაშობ, მთლიანად ამით ვარ მოცული. უნდა ითამაშო გულით, ენთუზიაზმით, მაგრამ ასევე, თამაშში გონებაც უნდა გქონდეს ჩართული. უნდა ისწავლო ვარჯიშებზე, საკუთარ შეცდომებზე და იმ არჩევანზე, რაც იმ მომენტში გეძლევა. მე გულითაც და გონებითაც ვთამაშობ. თუ გონებას არ ჩართავ, ვერ განვითარდები“, – ამბობს სპორტსმენი.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისთან პირველი სატელეფონო საუბარიც გაიხსენა.

„ჩვენს შინაარსიანად ვისაუბრეთ. მან ამიხსნა, რას მოელოდა ჩემგან მოედანზე. ბევრი ვისაუბრეთ დაცვის ხაზში ფოკუსირებაზე, იმაზე, რომ უნდა ვყოფილიყავი გუნდის ნაწილი და ზოგადად იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია გუნდური სულისკვეთება. ეს ის არის, რაც მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. იტალიელ მწვრთნელებს სახელი აქვთ განთქმული, მათ იციან, როგორ დაახელოვნონ მოთამაშეები“, – ამბობს კვარაცხელია.

„პია.ჯი„

თეგები: ხვიჩა კვარაცხელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved