• რეკლამა
  • კონტაქტი
23:06, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თავი დაგვანებონ!” – ემიგრანტები ვახტანგ გომელაურს

ალია ავტორი - ალია
16:53 12-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
335

თბილისში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ნენსი ფეზერიქართველ კოლეგას, ვახტანგ გომელაურს, შეხვდება. ვიზიტის მიზანი მიგრაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაა.

ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება – ვინც გერმანიაში არალეგალურად იმყოფება, უკან, სამშობლოში გამოუშვებენ. მეორე მხრივ, გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავშესაფარს უფრო სწრაფად მიიღებენ.

“მთავარი არხი” ამ თემაზე გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ესაუბრა:

“ჩვენი მთავრობა ძალიან უსამართლოდ იქცევა. ვისაც საქართველოში გადარჩენის შანსი არ გვაქვს, განწირულები ვართ, როგორღაც თავს ვუშველეთ და გამოვიქეცით, არ შეიძლება ასე ადამიანის სიცოცხლით ითამაშო. უნდა განიხილონ ეს საქმეები ინდივიდუალურად და ვისაც მართლა სჭირდება თავშესაფარი და 100%-იანი იციან, რომ საქართველოში ამ ხალხის გადარჩენის შანსი არ არსებობს, უკან ნუ ითხოვენ, უკან დაბრუნების იმას, ნუ, გვიქმნიან. თორე ეს ხალხი, სულ ყველა, მაგათ სინდისზე იქნება. იმიტომ, რომ მე, ფაქტობრივად, და ჩემი სამეგობრო, აქ ვინც ვართ, არცერთი არა ვართ ეკონომიკური მდგომარეობის გამო მარტო. რომ რაღაცა გავიუმჯობესოთ და ევროპაში ცხოვრება გვინდა, ეს არის გამორიცხული. ჩვენ ვიბრძვით უბრალოდ, რომ გადავრჩეთ და თავი დაგვანებონ.

ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი დაადეპორტეს. ისეთებიც კი, ვისაც აღარ ეგონა, რომ გამოუშვებდნენ და უკვე აქ ჩახსნილნი იყვნენ სოციალურზე, მუშაობდნენ, უკვე ბავშვები სკოლაში ადაპტირებულები იყვნენ. ინტეგრირებულნი იყვნენ საზოგადოებაში. ხშირად ორივე, ცოლ-ქმარი რომ მუშაობდა, ასეთი ხალხიც კი დაადეპორტეს. დაადეპორტეს მამა-შვილი, რომელიც…ბავშვს ჰქონდა ლეიკემია, საავადმყოფოში იწვა და აპარატიდან ჩახსნეს და ისე წაიყვანეს პირდაპირ აეროპორტში. განწირული ვარ, აბა, რა ვარ. 290 ლარი სჭირდება ყოველ 3 თვეში ერთხელ გამოკვლევამდე, აი, ყველაფერი, რომ ჩაიტარო. ეს არ ფინანსდება. ჩემ შემთხვევაში, რადგან საქართველოს ჯანდაცვაში არ გამომიყენებია არაფერი, რომ ჩამოვალ ერთი 3-4-ჯერ დამიფინანსებენ, მაგრამ ეს ხომ წლები გრძელდება. მე საიდან უნდა მოვიტანო ეს თანხა,” – ამბობს ემიგრანტი, ეკა ვაჩაძე.

შეგახსენებთ, რომ გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს.

თეგები: ვახტანგ გომელაურინენსი ფეზერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved