• რეკლამა
  • კონტაქტი
03:46, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
17:01 01-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„ტელეკომპანია „ტვ პირველი“ განაგრძობს ცილისმწამებლურ და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის რეალური მიზანია, ჩრდილი მიაყენოს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის უწყებაში გატარებულ ღონისძიებებს სამხედროებისათვის საუკეთესო კვებითი პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით“, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებები სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგებასა თუ მომწოდებელ კომპანიებთან თითქოსდა დადებულ საეჭვო გარიგებებზე, არის სრულიად აბსურდული და უწყების დისკრედიტაციის მიზნით შეგნებულად შეთითხნილი.

„სამწუხაროა, რომ „ტვ პირველი“ სამინისტროს მიერ შესყიდვებისას ხარვეზების სწრაფ და ეფექტურ აღმოჩენას, რომელიც სწორედ გამორიცხავს ჯარის უხარისხო პროდუქციით მომარაგებას და მსგავსი ფაქტების მომავალში განმეორების პრევენციას უზურუნველყოფს, მიიჩნევს სისუსტედ.

საზოგადოებისათვის განმარტავთ, რომ ყველის მომწოდებელ კომპანია „ალპურთან“ არსებული ხელშეკრულება, გამოვლენილი დარღვევების გამო, 2020 წლის დეკემბერში შეწყდა, რაც კონტროლისა და შემოწმების არსებული ეფექტური სისტემის შედეგად იქნა აღმოჩენილი და მოცემული პროდუქცია მყისიერად ამოღებული იქნა ჯარის კვების რაციონიდან.

საკვების გამრავალფეროვნებასთან, ადგილობრივი, ქართული ხორცით და სხვა ნაწარმით უზრუნველყოფასთან ერთად, ხარისხის კონტროლი მინისტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რის გასაუმჯობესებლადაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა. ხარისხის კონტროლი ხორციელდება, მათ შორის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტროში საკვები პროდუქციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სპეციალურად შეიქმნა „სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი“, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის, სამზარეულო ინვენტარის, მარაგების, ინფრასტრუქტურის მაღალ ხარისხს, ადგენს ნატოს სტანდარტებს და ახორციელებს ხარისხის მონიტორინგს. ასევე, გაძლიერდა სხვა მაკონტროლებელი მექანიზმებიც.

შესაბამისად, ყველა ხარვეზის აღმოფხვრა ხდება უსწრაფესად და სრულადაა დაცული სამხედროების მაღალი კვებითი სტანდარტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება, კომპანია „ვანი როქსთან“ დადებულ ხელშეკრულებას, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონსოლიდირებული ტენდერის შედეგების დასრულებამდე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ხელშეკრულების გაფორმება გადაწყდა მას შემდეგ, რაც ეს კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2020 წლის 22 დეკემბერს ყველის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამოვლინდა.

„შესაბამისად ეს კომპანია უკვე იყო ღია და გამჭვირვალე ტენდერში გამარჯვებული და ცხადია, გადაუდებელი წესით სხვა კომპანიასთან დაკავშირება იქნებოდა სწორედ საეჭვო გარემოება.

რაც შეეხება ჟურნალისტის მიერ მრავალი წლის წინ უწყებიდან წასული თანამშრომლის 2019 წლის სექტემბერში დანიშნულ ირაკლი ღარიბაშვილთან ან მის გუნდთან დაკავშირებას, აღნიშნული სცდება ყოველგვარ საღ აზრს და ლოგიკურობას, წარმოადგენს შეგნებულ დეზინფორმაციას და მინისტრის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ და ამორალურ მცდელობას.

სამწუხაროა, რომ მოცემული ტელევიზია დაკავებულია მსგავსი სიცრუის გავრცელებით და თავდაცვის ძალების საზოგადოებაში დიკსრედიტაციის უსუსური მცდელობით“, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved