• რეკლამა
  • კონტაქტი
00:44, შაბათი, 10 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თავდაცვის კოდექსი მიზნად ისახავს ტოტალური თავდაცვის გაძლიერებას და სამოქალაქო პირების ჩართულობას თავდაცვის სისტემაში” – რას წერს მარი საბიაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:32 05-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
479

უფლებადამცველი, ,,ვემსახურები საქართველოს” დამფუძნებელი, მარი საბიაშვილი:

,,ხშირად, ინფორმაციის ნაკლებობა, ან/და არასწორი ინფორმაციით მანიპულირება, იწვევს პროტესტს და ხანდახან ვაპროტესტებთ ხოლმე იმას, რასთანაც რეალურად შეხება არც კი გვქონია.. ეს ლოგიკურიცაა.
ვეცდები ძალიან მარტივი ენით ავხსნა, მე პირადად რა მომწონს ახალი თავდაცვის კოდექსის კანონპოექტში ?

პირველ რიგში, ვინც არ მიცნობს საკუთარ თავს გაგაცნობთ. ვინც მიცნობს კი ყველამ იცის, რომ ვარ ადვოკატი. ვარ პრინციპული. არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და მხარდამჭერი. მეტიც, საჭიროებისას არც ხელისუფლების და არც საჯარო უწყებების კრიტიკას ვერიდები საჯაროდ (იხ. ჩემი სოციალური ქსელი). ბევრისაგან განსხვავებით, უარს ვიძახდი და ვიძახი, ოკუპანტი მოქალაქეების სამართლებრივ დახმარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მეც შემეძლო და შემიძლია, ხელის მოთბობა (ამაზე სქრინებიც მედო). ჩვენს მოქალაქესაც კი ვერ დავეხმარები და ხშირად უარი მითქვამს ჰონორარზე, თუ მისი მოთხოვნები მორალურად ჩემთვის მიუღებელია და ვატყობ, რომ არაკეთილსინდისიერი მიზნები აქვს. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან ჩემებური ხასიათი მაქვს და თან ძალიან ძალიან პირდაპირი ვარ. არ ვერიდები არავის და არაფერს (ამის გამოცდილებაც ბევრს გაქვთ, თანამდებობის პირებსაც კი). ცხოვრებაში ბევრი შეცდომაც დამიშვია, ბევრი ცუდიც მინახავს, გაჭირვებაც გამივლია, მაგრამ ადამიანობა და სიმართლე არასდროს დამიკაგავს ?

გარდა საადვოკატო საქმიანობისა, ვარ მოხალისეთა ორგანიზაცია “ვემსახურები საქართველოს” დამფუძნებელი/თავმჯდომარე. უკრაინის ომის პერიოდში მივხვდი, რომ ყველამ უნდა ვიცოდეთ თავდაცვა და დავინახე, რამდენად მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქის როლი და რესურსი თავდაცვაში, რისთვისაც ეს ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე ჩემს კოლეგა ქალბატონებთან ერთად. ის, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია მეზობლის მიერ, მართლა ყოველ დღე თითქმის საზღვრებს რომ წევენ და ჩვენს მოქალაქეებს იპარავენ, ეს არ ნიშნავს მშვიდობას. სულ ვართ მომეტებული საფრთხის ქვეშ, რისთვისაც უნდა ვიყოთ ერთიანები და ძლიერები. ომი საშინელებაა და არავის გვსურს, უბრალოდ იმდენად “ერთი ციდა” ქვეყანა ვართ, თუ ყველა არ ვიფიქრებთ გაძლიერებაზე, ნებისმიერი მტერი მოგვერევა.

ცნობილი ლათინური ფრაზა მახსენდება:_” თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის” და კიდევ, სულხან–საბას იგავი “ძალა ერთობაშია”. ✊??

მოკლედ, დღემდე ჩვენს ორგანიზაციას ვაფინანსებთ დამფუძნებლები საკუთარი შემოსავლებით და ამაში არავინ არაფერ სარგებელს არ ვიღებთ. ორგანიზაციის დაფუძნების მთავარი მიზანი, იყო ის, რომ მოქალაქეებს (განსაკუთრებით ქალებს) მივცეთ შესაძლებლობა შეიძინონ თავდაცვითი უნარები და ამავდროულად, საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობით, დაეხმარონ ქვეყანას.

მერკანტილური მიზნებისთვის ეს ორგანიზაცია ნამდვილად არ შექმნილა და ყოველთვის ვიამაყებ ამით ???

ახლა რაც შეეხება თავდაცვის კოდექსის კანონპროექტს.

რაც ყველაზე ძალიან მომწონს ამ კანონპროექტში, არის პირველ რიგში ის, რომ წვევამდელების გაწვევას მოახდენს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო. ანუ, ე.წ “ვიშკებზე ყარაულებად და შლანგბაუმების ასაწევ–დასაწევად” დგომა (რაც ერთ ერთი კოზირია ხოლმე ჯარის დისკრედიტაციისთვის) არავის აღარ მოუწევს. ნებისმიერი წვევამდელი, გაივლის სამხედრო სწავლებას თავდაცვაში, რაც ძალიან სწორია ?
ამავდროულად, მცირდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადები 6,8 და 11 თვემდე (სამომავლოდ ეროვნული სამხედრო სამსახური)?

კანონპროექტი ითვალისწინებს შეღავათებს სტუდენტებისთვის, ასევე ალტერნატივებს ?
კანონპროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა სოციალურ ბენეფიტებს, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რაც სასარგებლოა ერთის მხრივ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ–მოქალაქეების დაინტერესებისთვის, ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში (აქ მაინც ვფიქრობ, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა, მხოლოდ მატერიალური ინტერესის გამო არ უნდა სურდეს ვინმეს)?

კანონპროექტი ითვალისწინებს რეზერვის საკითხებს და სხვა სასარგებლო საკითხებს, როგორც ქვეყნისთვის, ასევე სამხედრო მოსამსახურეებისთვის (ყველაფერს დეტალებში ფიზიკურად ვერ დავწერ)?

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კანონპროექტი ითვალისწინებს თავდაცვის მოხალისეებს?????
თავდაცვის სამინისტროში იქმნება სსიპ–ი, რომელშიც შევალთ საქართველოში არსებული მოხალისეთა ორგანიზაციაები. სსიპ–ი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, იზრუნებს ამ ორგანიზაციების გაძლიერებაზე და დაეხმარება მათ, მათ შორის ფინანსურად. ეს კიდევ უფრო მეტად მახარებს, რადგან ჩვენც ორგანიზაციის დამფუძნებლები, ყოველთვის ჩვენი ფინანსებით განვითარებას ვერ შევძლებთ, უბრალოდ ამოგვეწურება ამის რესურსი და იმ ძალიან მაგარი საქმეს, რასაც ვაკეთებთ, ოდესღაც შევწყვეტდით. ახლა კი გვაქვს მოცემულობა, რომ მოხალისეთა ორგანიზაციები, კიდევ უფრო მეტად გავძლიერდებით, კიდევ უფრო მეტი მოქალაქის ჩართვას შევძლებთ, კიდევ უფრო მეტს ვასწავლით მოხალისეებს.. ✊✊????

ყოველივე ზემოაღნიშნული, მიზნად ისახავს ტოტალური თავდაცვის გაძლიერებას და სამოქალაქო პირების აქტიურად ჩართვის ხელშეწყობას, თავდაცვის სისტემაში??????

გარდა ამისა, აუცილებელია მოხალისეთა ორგანიზაციების სტრუქტურული მოწესრიგება და მოხალისეთა ერთიანი ბაზის ფორმირება. უნდა ფლობდეს ინფორმაციას სახელმწიფო, ვინ სად რაში ჰყავს მომზადებული, რომ საჭიროებისას, შესაბამისად გამოიყენოს. ამასთან, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს უსაფრთხოების საკითხები (მოხალისეები არ უნდა იყვნენ ცალკე ერთეულებად, დაჯგუფებებად). გარდა ამისა, მოხალისეთა ორგანიზაციებს გვაქვს ყველას ჩვენი მიმართულება და საჭიროებისას, შესაბამისი მართვა უნდა მოხდეს ორგანიზაციების. სხვა შემთხვევაში, მივიღებთ ქაოსს. წარმოიდგინეთ, რაღაც მოხდა და ყველა ორგანიზაცია თავისი შეხედულებით მოქმედებს, ამით შეიძლება ნაცვლად დახმარებისა, უარესი ზიანი მივაყენოთ ქვეყანას. აი ამიტომ, მნიშვნელოვანია მოხალისეთა ორგანიზაციები, ექვემდებარებოდეს თავდაცვას.

პირადად ჩემს ორგანიზაციას, აქვს საინფორმაციო მიმართულება. 21 საუკუნეში, როცა მსოფლიო პროპაგანდას სოციალური ქსელებით და ინფორმაციით ეწევა, მათ შორის, ოკუპანტი რუსეთი, საქართველოსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ამის რესურსი. ამასთან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანიები, თავდაცვას დავეხმარებით ჩვენი პროფესიული კუთხით.
ძალიან კარგ საქმეს ემსახურებიან სხვა მოხალისეთა ორგანიზაციებიც. ისინი ზრუნავენ თითოეულ მოქალაქეზე, გამოიმუშაონ უნარები, დაიცვან საკუთარი თავი, ოჯახები და ქვეყანა. თქვენ ნახავთ, რა შედეგი დაიდება ამ ყველაფრით რამოდენიმე წელში.

ახლა რაც შეეხება რელიგიურ ორგანიზაციებს და განსაკუთრებით “გირჩს”. არაერთხელ მითქვამს, რომ მიუხედავად პატივისცემისა, ამ ნაწილში მათ ვერ ვეთანხმები. ძალიან მომწონს ფაქტი, რომ აღმოიფხვრება კანონში ხარვეზი და გირჩის “ბერ–მონაზვნები” თავს ვეღარ დაიძვრენენ ? ეს აზიანებს მხოლოდ ჩვენს ქვეყანას და ფინანსური სარგებელია მხოლოდ გირჩისთვის.

რაც შეეხება სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ეს არ არის მონობა. ამ ლოგიკით, ისრაელიდან დაწყებული, ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნით დამთავრებული, მონები ყოფილან ? ფაქტი კი ერთია, ისინი არიან იქ, სადაც არიან, ხოლო ჩვენ იქ, სადაც ვართ ?

მოდით გულახდილად ვისაუბროთ ჩვენს მინუსებზეც .
სავალდებულოა სამხედრო სამსახური და რა აღარ მოვიფიქრეთ იმისათვის, რომ თავი დავიძვრინოთ. წარმოიდგინეთ, რომ აღარ იყოს ეს ასე, ვინმე საერთოდ იფიქრებს ქვეყნის თავდაცვაზე? ალბათ ძალიან ძალიან ცოტა, მართლა პატრიოტი ადამიანები, რაც არ იქნება საკმარისი. რატომ გვავიწყდება ის, რომ ქვეყნის წინაშე ყველას გვაქვს ვალდებულება. გარკვეული ვალდებულებების გარეშე, სახელმწიფო ვერ შედგება ძლიერ სახელმწიფოდ.
მესმის, შეიძლება ყველაფერი იდეალურად არ არის და მოსაწესრიგებელია, მაგრამ ვინ უნდა მოაწესრიგოს? თუ ამ ყველაფერზე ისევ მე, შენ და ჩვენ ერთად არ ვიზრუნებთ, თუ ამ ყველაფრიდან მხოლოდ თავი დავიძვრინეთ და პასუხისმგებლობებზე უარი ვთქვით, ვინ დაიცავს ჩვენს ქვეყანას?
აი მაგალითისთვის, მეც არ მომწონს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში რაც ხდება (საერთოდ ახალი უნდა შეიქმნას ჩემი აზრით.. აქაც გახსენეთ, რამხელა პატივში მყავხართ ?) მაგრამ თავს კი არ ვანებებ, ვცდილობ იქნებ რაღაცეებს მივახვედრო, რაღაცეები გამოვასწორებინო და ამით ბავშვების უფლებები დავიცვა ?

თან მიხარია, თან ძალიან მწყდება ხოლმე გული, როცა ჩემს ორგანიზაციაში შშმ პირებს ვხედავ, როგორ უნდათ ქვეყანის სამსახურში ჩადგნენ და ამ დროს, სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდა, გირჩის “ბერი” ხდება (თუ რაც ქვიათ).. ისე, მართლა მაინტერესებს, ეგ რელიგია თუ სექტა, სამშობლოს სიყვარულს არ ქადაგებს? ?)) “აღთქმაში” ეგ პუნქტი გაქვთ ჩასამატებელი ?) (პოზიტივი და ხუმრობა მაპატიეთ).

ახლა კი პასუხი ყველა იმ ადამიანს, ვინც მიზეზად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ასახელებს.

ქვეყანას, სულ სჭირდებოდა, სჭირდება და დასჭირდება, ძლიერი თავდაცვა, მიუხედავად ხელისუფლებებისა, თუ ვინ არიან სათავეში. ამიტომ, შემოგვიერთდით და ერთად ვიზრუნოთ იმ საშვილიშვილო საქმეზე, რაც ქვეყნის ტოტალური თავდაცვის გაძლიერებას ემსახურება.

ერთად, აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა !!!! ????????????

ჰო, მართლა….ამ ყველაფერს იმხელა რესურსი მიაქვს, მართლა ძალიან ვიღლებით…ხოდა ჩვენ, ქალები თუ ვცდილობთ რაღაც გავაკეთოდ ქვეყნისა და თქვენს სასარგებლოდ, წუწუნისა და მიზეზების გარეშე შემოგვიერთდით.

მიყვარხართ ???
პატივისცემით,
მარიამი

I Serve Georgia – ვემსახურები საქართველოს ????????????

თეგები: მარი საბიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved