• რეკლამა
  • კონტაქტი
18:32, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თავდასხმა აქციის მონაწილეებზე – თვითმხილველი დეტალებს ჰყვება

ალია ავტორი - ალია
23:33 09-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

მოქალაქე, ლევან ჯობავას ინფორმაციით, რამდენიმე პირმა აქციის მონაწილეებს მარშის დროს აგინა. რის შემდეგაც ის ერთ-ერთ პირს კაფეში შეყვა, რა დროსაც აღნიშნულმა პირმა იარაღი ამოიღო.

ლევან ჯობავას თქმით, მან და სხვა პირებმა თავდამსხმელს იარაღი წაართვეს და პოლიციას გადასცეს.

მოქალაქეს პოლიცია კაფიდან დაახლოებით 1 საათის განმავლობაში არ უშვებდა. რაღაც დროის განმავლობაში მასთან არ შეჰყავდათ ადვოკატი.

ლევან ჯობავას განცხადებით, მას პოლიციამ განუმარტა, რომ თუ დღესვე არ გაყვებოდა გამოკითხვაზე, დაკავებული პირის გაშვება მოუწევდათ. აქტივისტმა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა.

მე მარშს შევუერთდი რუსთაველის თეატრის მოპირდაპირე მხარეს, როცა მარში მოდიოდა ავტობუსის ზოლში, რა დროსაც გამოჩნდა რაღაც ჯგუფი, რომელიც აგრესიულად და ცინიკურად რეპლიკებს ისროდა მარშის წევრების და აქციის მონაწილეების მისამართით. ამაზე რომ დაიწყო შელაპარაკება, პოლიციამ ხელის კვრით გამოგვწია ორივე მხარე და ეს ჯგუფი როდესაც დაიძრა ბესიკის ქუჩის მიმართულებით –  შეიგინა რამდენიმე წევრმა ამ ჯგუფის და რომ ავყევით, ერთ-ერთი ამ ჯგუფის წევრი შევიდა კაფეში, რომელსაც შევყევი – მოდი მეთქი ვის აგინებდითქო და ამ დროს გასასვლელი რომ არ გამოუჩნდა, კედელთან დადგა, ამოიღო იარაღი, ჩემი მიმართულებით მოიშვირა, მერე მეორე მხარეს მეორე ადამიანს მიუშვირა და დავიჭირეთ და წავართვით იარაღი. იარაღიც და ეს პიროვნებაც ჩავაბარეთ პოლიციას. 

რის შემდეგაც, დაახლოებით 1 საათი, პოლიცია არ მაძლევდა საშუალებას, რომ გარეთ გამოვსულიყავი. გამოკითხულ ინფორმაციას ვიღაცას გადასცემდენენ, მერე რაღაც ზარებს ელოდებოდნენ, მერე შემოვიდნენ – კაი რა იყოო, დამშვიდდიო,  ცეცხლსასროლი კი არ არის შარიკებს ისვრისო. 

შემდეგ უკვე ადვოკატები მოვიდნენ და რომ ვთხოვდი, რომ ადვოკატი შემოეშვათ – არაო, მოიცადეო, ამასაც ათანხმებდნენ ვიღაცასთან. პოლიციამ გარეთ ხალხს უთხრა, რომ თვითონ არ უნდა ადვოკატიო და ბოლოს ადვოკატი შემოუშვეს. განმიმარტეს, რომ თუ მე დღეს არ წავიდოდი გამოსაკითხად, ამ ადამიანს დღეს გამოუშვებდნენ. ვუთხარი, რომ არ ვენდობოდი მათ გამოკითხვას და მინდოდა, რომ მოსამართლესთან ერთად გამოვკითხულიყავი. ჩაინიშნეს მონაცემები, ადვოკატიც ჩააყენეს საქმის კურსში და გვითხრეს, რომ დაგვიკავშირდებიან,” – ამბობს ლევან ჯობავა ტვ პირველთან

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved