• რეკლამა
  • კონტაქტი
14:04, სამშაბათი, 3 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თამარ ჟვანიას ჯილდო ეკუთვნის – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
14:04 11-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

თამარ ჟვანია იმსახურებს ჯილდოს – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ირაკლი კობახიძის შეფასებით, თამარ ჟვანიას ეს ჯილდო ეკუთვნის იმ მოთმინებისთვის, რასაც ოპოზიციის მხრიდან შეურაცხყოფის მიუხედავად იჩენს. 

აღნიშნულით ის გამოეხმაურა ოპოზიციის პრეტენზიას, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ჟვანიამ არჩევნების გაყალბებისთვის პასუხი უნდა აგოს. 

ცნობისთვის, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”ეუთო-ოდირის წარმომადგენლებთან “ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრა გაიმართა. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

“ქართული ოცნების” ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. მათი თქმით, ვრცლად საუბარს შეხვედრის დასრულების შემდეგ შეძლებენ.

მმართველ გუნდს შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მარიამ ქვრივიშვილი, კახა კუჭავა და ირაკლი კობახიძე წარმოადგენდნენ.

შეხვედრა პროტესტის ფონზე წარიმართა. შენობის წინ მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ამ ფორმით ცდილობენ საერთაშორისო საზოგადოებას აცნობონ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დარღვევებითა და გაყალბებებით ჩატარდა.

თეგები: თამარ ჟვანიაირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved