რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის თამარ გვერდწითელის ვარსკვლავი, მოძრაობა ,,სირცხვილიას“ აქტივისტებმა უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს.
თამარ გვერდწითელს ვარსკვლავი თბილისში, ფილარმონიის წინ 20013 წელს გაუხსნეს.
ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები თამარ გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი და ქეთა თოფურია, 8 მარტისთვის მიძღვნილ კონცერტზე კრემლის დარბაზში გამოვლენ და რუს მსმენელს უმღერებენ.














კომენტარები