• რეკლამა
  • კონტაქტი
17:43, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე 75 ათასი ლარი ეტაპობრივად არის დარიცხული“

ალია ავტორი - ალია
17:08 08-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის მასალებს გაეცნო, კონკრეტულად ბანკიდან გამოთხოვილ ინფორმაციას.

გამოძიების ვერსიით, გარდაცვლილს საბანკო ანგარიში და ანაბარი ჰქონდა, რომელზეც 75 ათასი ლარი იყო დარიცხული. ოჯახს აინტერესებდა, დასახელებული თანხა ერთიანი ჩარიცხვით იყო დაგროვებული, თუ ეტაპობრივად.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თანხა ეტაპობრივად იყო დაგროვებული და გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მიერ იყო გამომუშავებული.

გარდა ამისა, ოჯახი გაეცნო საქმეში არსებულ ახალ ჩვენებებს, რაზეც ადვოკატი მიუთითებს, რომ ისინი ურთიერთგამომრიცხავია.

„თანხა არის სახელფასო ანაბარზე. თითქოს, დიდი ჩარიცხვები იყო, რამდენიმე ასეულ ათასზე იყო საუბარი, თუმცა ეს  სიმართლე არაა. თანხა მისი შრომის შემოსავალი იყო. 75 ათასი ნელ-ნელა, ყოველთვე იყო ჩარიცხული, როგორც შესაბამისად ხდება.

რაც შეეხება წერილს, როგორც ექსპერტიზა გაკეთდა, ეს მისი კალიგრაფიაა, მაგრამ გამოსაკვლევია, როდინდელია, დაწერილია გაუჩინარების დღეს, თუ როდის. ბევრ ჩვენებას გავეცანით და მათ შორის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებია“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმემიხეილ რამიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved