რადიკალურმა მოძრაობამ “თალიბანი”, რომელმაც ავღანეთში ხელისუფლება ჩაიგდო ხელში, მამაკაცებს წვერის გაპარსვა და ბარბერ-შოპებში ვიზიტები აუკრძალა. თალიბების თქმით, ეს ისლამის ნორმებს ეწინააღმდეგება. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Ettelaat ავრცელებს.
ამასთან, რამდენიმე პროვინციაში მუსიკის შესრულება აიკრძალა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში მძიმე დანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდება და ქურდობაში ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესი აღდგება.
კომენტარები