• რეკლამა
  • კონტაქტი
01:40, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თაღლითი კომპანია “ფრონტერა” ამერიკის კონგრესში “მეგობარი აქტის” მიღებას აფერხებს” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:43 01-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,530

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

თაღლითი ტეხასური კომპანია “ფრონტერა” ამერიკის კონგრესში “მეგობარი აქტის” მიღებას აფერხებს. “ფრონტერა საქართველო” არის პარაზიტი კომერციული ორგანიზაცია, რომელიც ატყუებდა აქციონერებს, თითქოსდა საქართველოში გიგანტური ოდენობის გაზისა და ნავთობის მარაგები იყო. ამით ხელოვნურად ბერავდა აქციებს ფასებს და სძალავდა მათ ფულს. 28 წელიწადია ასე ატყუებს აქციონერებს. ამ ხნის მანძილზე ნავთობისა და გაზის მოპოვების იმიტაციას ეწეოდა. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ ამ იმიტაციის თავიც კი არ შერჩა და მუშებს კუთვნილი ხელფასებიც კი არ მისცა. ამ სკანდალის შესახებ ყველამ ვიცით.
“ფრონტერამ” აქციონერებისაგან მოზიდული ფული გაფლანგა. კი მიუხვდნენ ინვესტორები ამ თაღლითობას, მაგრამ გვიანი იყო, მისი აქციების ფასი განულდა და ბირჟიდანაც გააგდეს. საერთაშორისო არბიტრაჟშიც იჩივლა “ფრონტერამ” საქართველოს წინააღმდეგ, გვავიწროვებენო. 3,5 მილიარდ დოლარს ითხოვდა. ესეც ეშმაკური ნაბიჯი იყო, იცოდა რომ ვერ მოიგებდა, სამაგიეროდ აქციონერების თვალში თავს იმართლებდა, თურმე იმიტომ კი არ გაკოტრდა, რომ არავითარი გაზი და ნავთობი იქ არ არის( ეს კარგადაა ცნობილი საბჭოთა დროიდან), არამედ ხელისუფლება ყოფილა ამაში დამნაშავე. წააგო რა თქმა უნდა ეს სასამართლო დავა.
წინათ თუ “ფრონტერა” “ოცნების” ხელისუფლებას აბრალებდა გაკოტრებას, ახლა შეეკრა მას და აგერ უკვე წელიწადზე მეტია აფერხებს ამერიკის კონგრესში “მეგობარი აქტის” მიღებას ერთ-ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენის დახმარებით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს არჩევნებში.
“ფრონტერა” და ივანიშვილის მიერ დაქირავებული ამერიკელი ლობისტები ხელს უშლიან ამერიკის კონგრესში საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარების საწინააღმდეგო ინიციატივებს.
“ფრონტერა” არის პარაზიტი კომპანია და ბოროტად იყენებდა და იყენებს ლობირების ინსტიტუტს.
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამერკის კონგრესში ჯანსაღი ძალები გაიმარჯვებენ დაქირავებულ ლობისტებზე და მოსყიდულ კონგრესმენებზე და მხარს დაუჭერენ ყველა იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოში დემოკრატიის შენარჩუნებისა და განმტკიცებისაკენ იქნება მიმართული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved