• რეკლამა
  • კონტაქტი
00:21, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თაბუკაშვილის “სველი იასამანი” გადიოდა… მივხვდი, რომ არაფერი გვეშველებოდა” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

ალია ავტორი - ალია
22:58 05-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
829

დეკანოზი თამაზ ლომიძე:

,,პირველად 90-იანებში, ერთი შემთხვევისას მივხვდი, რომ ძალიან ცუდად წავიდოდა ჩვენი საქმე. რუსთაველის თეატრში თაბუკაშვილის “სველი იასამანი” გადიოდა. მახსოვს, გაოგნებულები გამოვედით სპექტაკლიდან. დარბაზში მყოფი მაყურებლის გარკვეული ნაწილი საერთოდ ვერ ხვდებოდა სპექტაკლში ნაჩვენებ ახალგაზრდების უმძიმეს ტრაგედიას. სულელურად იცინოდნენ იქ, სადაც არაფერი იყო სასაცილო. ვერ ხვდებოდნენ სიუჟეტის ტრაგიზმს, ხუმრობების მწარე ორაზროვნებას და იყვნენ ერთ გართობასა და სიცილ-ხარხარში, თითქოს იუმორინას ესწრებიანო. ისეთი აუტანელი სანახავი იყო ეს ხორხოცი, რომ მახსოვს, თვით მსახიობებსაც აშკარად ეტყობოდათ გაღიზიანება, უნდოდათ მალე დაემთავრებინათ სპექტაკლი ამ საშინელი პრიმიტივიზმის გამო. დღეს ბევრად მძიმეა სიტუაცია. სტანდარტი და კლასი დაიკარგა აზროვნებაშიც, ქცევაშიც და პროფესიულ ცხოვრებაშიც. დღემდე ძალიან ბევრი უბრალოდ ვერ ხვდება, რატომ არ შეიძლება ზოგიერთისთვის ყველაფერი. მაგ. რატომ არ შეიძლება სასულიერო პირი კამერის წინ იპრანჭებოდეს, რატომ არ შეიძლება ბერები სუფრასთან სატრფიალო სიმღერებს მღეროდნენ, რატომ არ შეიძლება, რომ მოსამართლეები დათვრნენ და რესტორნის წინ საჯაროდ მღეროდნენ, რატომ არ შეიძლება პარლამენტარმა სხდომათა დარბაზში დედა შეიგინოს, კოლეგას ზურგში მიკროფონი ჩაარტყას ან თანამდებობის პირმა ბინძური მინიშნებებით მოიხსენიოს ოპონენტები. აი, ის ხალხი 90-იანებში სისხლით სველ იასამანზე უაზროდ რომ ხარხარებდა, გამრავლდა, გაქსუვდა, ბევრგან უკვე ძალაუფლებაზე მიუწვდება ხელი და დღესაც ასე უყურებს ყველაფერს. ურთიერთობის ყველანაირი სტანდარტი გააუპატიურეს და რომც მიუთითო, ვერაფერს შეასმენ. შინაგანი კულტურის და ტაქტის ის ფაქიზი სიმი, რომელიც ამაზე უნდა რეაგირებდეს და თვალდახუჭული გრძნობდეს ზღვარს, უბრალოდ არ არსებობს მათში. ძალიან მძიმეა ამის ყურება და მოთმენა.

თეგები: დეკანოზი თამაზ ლომიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved