• რეკლამა
  • კონტაქტი
01:14, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ – გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

ალია ავტორი - ალია
15:42 01-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალური ქსელით „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვას ავრცელებს. როგორც ის აღნიშნავს, „ომიკრონი“ კორონავირუსის უმარტივესი შტამია და ბევრად მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე პირვანდელი სახეობები.

მისივე განმარტებით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ინფიცირებულთა უმრავლესობას არ სჭირდება მედიკამენტები.

„ზოგიერთი ადამიანი, რომ გაიკეთებს ტესტს და დაუდგინდება კოვიდი, პანიკობს. დამშვიდდი, ეგ დრო უკვე წავიდა. ახლა ნუღარ პანიკობ. ეს ინფექცია ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე საწყისი შტამები იყო. ძალიან მარტივად ჩაივლის. რომც არ გაიგო, რომ კოვიდი გაქვს, უფრო მარტივად გაივლი, ვიდრე დადასტურების შემდეგ პანიკით და წამლებში ფულის გადაყრით, რაც საერთოდ არაფერში გჭირდება“, – აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.

გიორგი ღოღობერიძე მოქალაქეებს ურჩევს, რომ კორონავირუსზე ტესტი ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ 72 საათის გასვლის შემთხვევაში გაიკეთონ, ხოლო თუ პასუხი უარყოფითია, მაგრამ სიმპტომები გრძელდება, დარჩნენ იზოლაციაში. 

„ტესტის გაკეთებას აზრი არ აქვს, თუ თქვენი ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ გასული არაა 72 საათი. თუ სამი დღე არ გავიდა, მანამდე რომ გაიკეთოთ ტესტი, პასუხი უარყოფითი იქნება. თუ ტესტს მეორე დღესვე გაიკეთებ, რა თქმა უნდა, უარყოფითი მოვა, იმიტომ, რომ ვერ პოულობს ის ვირუსს. არაა სანერვიულო. ტესტის პასუხს, თუ შენ კლინიკური სიმპტომები გაქვს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ტესტებს თავი დაანებე, იყავი მშვიდად, წყნარად და იზოლაციაში, რათა სხვებს გაუფრთხილდე“, – აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved