საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი “ქართული ოცნების” მიერ “გრანტების შესახებ” კანონის გამკაცრებას ეხმაურება.:
ტერორი საქართველოში – ახალი რეპრესიული კანონი უკრძალავს პარტიულ წევრობას მათ, ვინც საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა! მმართველი პარტიის დაუნდობელი ნაბიჯი, რათა ჩაახშოს თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრება და საქართველო რუსულ მოდელისკენ მიათრიოს,” – წერს სალომე ზურაბიშვილი.
.
“ქართული ოცნება “გრანტების შესახებ” კანონს ამკაცრებს – შესაბამისი განცხადება პარტიის ოფსში გაკეთდა.
„გრანტების შესახებ“ კანონით დადენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება — ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
მეტიც, პირს, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა, 8 წლით პოლიტკურ პარტიის წევრობა ეკრძალება.
იკრძალება ნებისმიერი უცხოურ ორგანიზაციის დაკვეთით კვლევის მომზადებაც კი თუ წინასწარ ამის შესახებ ნებართვა არ გაქვს აღებული ქართული ოცნების მთავრობისგან.














კომენტარები