• რეკლამა
  • კონტაქტი
09:46, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტელეკომპანია POSTV განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
15:51 03-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
520

ტელეკომპანია “პოსტ ტვ” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

„ტელეკომპანია POSTV-ის განცხადება
ბოლო დროს განსაკუთრებით გამძაფრდა თავდასხმა ტელეკომპანია POSTV-ზე. ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი ის ე.წ. ლიბერალური ჯგუფები, რომლებსაც ტელეკომპანია POSTV-ის არსებობა მოსვენებას არ აძლევს. ჩვენი ტელევიზია უკვე წლებია ებრძვის საქართველოში დამკვიდრებულ ნეოლიბერალიზმს, რომელმაც ბოლო დროს ლიბერალური ფაშიზმის სახე მიიღო. POSTV-ი მისი შექმნის დღიდან დგას ისეთი კონსერვატიული ღირებულებების სადარაჯოზე, როგორიცაა სამშობლო, ეკლესია, ოჯახი და ღირსება. სწორედ ეს ღირებულებებია ქართველი ლიბერალ-ფაშისტების სამიზნე. მათი იარაღი კი სიცრუე, მანიპულაცია და აგრესიული ბულინგია. სწორედ ზემოაღნიშნულის გამოვლინებაა POSTV-ის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური და მადისკრედიტირებელი კამპანია. როგორც მოგეხსენებათ, უკვე პოლიტიკაში გადაბარგებულმა ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჩვენი ტელეკომპანია რუსულ პროპანაგდისტულ საშუალებად გამოაცხადა და არსებობა აუკრძალა. ნინო ლომჯარიას ამ განცხადებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სრულიად გაუგონარი განცხადება მოჰყვა, სადაც POSTV-ი რუსული მიზნების მთავარ განმახორციელებელ მედიასაშუალებად მოიხსენიეს და სიძულვილის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებაში დაადანაშაულეს. პარალელურად, გახშირდა პერსონალური თავდასხმები არხის მენეჯმენტზე და სახეებზე. ავრცელებენ ბინძურ ჭორებს, პრინციპით – „მე დაგაბრალებ და შენ თავი იმართლე“. ამ კამპანიას აქვს ერთადერთი მიზანი, როგორმე ხელი შეუშალონ განვითარებაში POSTV-ის, რომლის რეიტინგიც სწრაფი ტემპით იზრდება და შესაბამისად, იზრდება ტელეკომპანიის გავლენა სატელევიზიო ბაზარზეც. ლიბერალი ფაშისტების კიდევ ერთი მიზანია, დააბულინგონ და შეაშინონ ჩვენი გუნდის წევრები, ხელი ააღებინონ იმ ბრძოლაზე, რომელსაც ეს არხი ბოლო წლებია წარმატებით ეწევა. ტელეკომპანია POSTV-ის დიდი გუნდის სახელით, ღიად ვაცხადებთ, რომ ლიბერალ-ფაშისტების ამ ამოცანას შესრულება არ უწერია და ფეიკების მამხილებელ ტელევიზიას ფეიკებით ვერ შეაშინებენ. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ბინძური კამპანია ამ ბრძოლას ვერ გააჩერებს.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved