• რეკლამა
  • კონტაქტი
10:58, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტელეეთერი წალეკილი აქვთ ფსიქიკურად გაუწონასწორებელ, ნევროზულ ადამიანებს – საჩვენებელი თითის ტრიალით „დედას გიტირებთ” პრინციპით საუბარი მაღიზიანებს!“

ალია ავტორი - ალია
13:45 07-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერალი, თამარ ივერი სოციალურ ქსელში ე.წ. ოპოზიციური მედიის შესახებ წერს:

„თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე, პოლიტიკოსია, მედიის წარმომადგენელი თუ ვინმე საჯარო პირი… ჯერ მის ჰაბიტუსს, საუბრის მანერას, ხმას, დადებით აურას და მშვიდ, დამაჯერებელ ტონს ვაკვირდები და უკვე ამის შემდგომ მაინტერესებს მისი იდეები და მსოფლმხედველობა.

დღევანდელი ტელეეთერი კი წალეკილი აქვთ ფსიქიკურად ისეთ გაუწონასწორებელ, ნევროზულ, თითქმის ყვირილში გადასულ ადამიანებს… პოლიტიკოსი იქნება ეს თუ მედიის წარმომადგენელი, რომ მათი პირიდან სულ რომ 100000%-ნი ჭეშმარიტება იღვრებოდეს… “არა”!! No thanks!! ა რ მ ი ნ დ ა!!! არ მინდა იმიტომ რომ უპირველესყოვლისა, ჯერ მათი ყურება მღლის! მათი მუდამ დაძაბული, აგრესიული ტონი მღლის, (რასაც მათდა სამწუხაროდ თავად ვერ გრძნობენ) !!! მათი 220 ვოლტზე შეერთებულივით შეშლილი თვალების ყურება მაშინებს!

“ვამბობ-წყალი არ გაუვა!!” საუბრის მანერა და მისი კამერაში თვალების გაყრები მაღიზიანებს!
საუბრის აგრესიული, საკუთარი აზრის თავს მომხვევი, ხისტი მანერა მაღიზიანებს! გაუწონასწორებელი ქაოსური ხელების ქნევა, განსაკუთრებით საჩვენებელი თითის ტრიალით „დედას გიტირებთ” პრინციპით საუბარი მაღიზიანებს! მაგიდაზე მუშტების კაკუნით რაიმის მტკიცება მაღიზიანებს! ოპონენტისთვის საუბრის არ დაცლა, პირში შეჩრა,პირად შეურაცხყოფებზე გადასვლა და საკუთარი აზრის ყველაფრის ფასად, ხშირად უკვე ყვირილის ხარჯზე გატანა მაღიზიანებს! 

დღენიადაგ, ყოველი საუბრის: “ესენი უნდა წავიდნენ!” ფრაზებით დაწყება….შემდეგი ორი საათი ზემოდ აღწერილ ფსიქოტერორის რეჟიმში ლანძღვა-ფურთხება-გინების კორიანტელი” და ბოლოს თითის ქნევით”მალე ჩვენი დრო დადგება!!” ჰეფი ენდის სტილში საუბრის დამთავრება მაღიზიანებს! გაჭირვებული მოსახლეობისადმი ყალბი თანადგომის და თანაგრძნობის გამოხატვაშიც აგრესიის ჩადება (ისიც, მხოლოდ მთავრობისადმი მუქარის, “დედის ტირების” ხარჯზე) ანუ… ხალხისადმი “ლანძღვა-გინებითი თანაგრძნობა”: “ამ დღეში თქვენ ამ დედ@@@@ლებმა ჩაგაგდეს, მაგრამ ჩვენ გადაგარჩენთ” სტილში საუბარი მაღიზიანებს!

კი ბატონო!! წავლენ!! ადრე თუ გვიან წავლენ! არაფერია სამუდამო, მაგრამ ფაქტი ისაა რომ თქვენ და თქვენისთანა აგრესიულ, მყვირალა, ფსიქიკურად გაუწონასწორებელ “ტელე-ფეისებს” არ უნდა გადაეცეთ ესტაფეტა! გავმეორდები: სულ რომ 10000000000% -ნი სიმართლეს ამბობდეთ! იმიტომ, რომ დაიღალა და გამოიფიტა ხალხი ამდენი ფურთხით, აგრესიით, ფსიქოტერორით! დაიღალა ამ მუდმივად რევოლუციური, მყვირალა, მკივანა, მოღრიალე, მსტვენარა, ნიშადურების და საღებავების მქნევარა “20 -პროცენტა” სიფათებით! (ვითომ ჩვენ ნაკლებად განვიცდიდეთ ოკუპაციას) საბრალო ხალხს მშვიდი და გაწონასწორებული სახეები მოენატრა, სიყვარული მოენატრა, რაღაცის რწმენა მოენატრა, მორალი და ზნეობა მოენატრა, თვითმყოფადობა მოენატრა მათ ისედაც სტრესულ, დუხჭირ ცხოვრებაში დადებითი აურის, მშვიდად მოუბარი ადამიანები მოენატრათ! ამ ზემოთ აღწერილი ნატურის პოლიტიკოსთა და მედიის წარმომადგენელთა ხელში კი, ისინი სულაც რომ ზებრწყინვალედ და ზეპროგრესულად აზროვნებდნენ. ქვეყანა მშვიდი, გაწონასწორებული, სტაბილური და შესაბამისად წარმატებული არასოდეს არ იქნება! ის მუდამ დენთის კასრზე იჯდება როგორც შიდა ისე საგარეო “ფრონტზე”!

ყველასათვის ცნობილია რომ მსოფლიო ისტორიაში, სწორედ ასეთ მყვირალა, რევოლუციონერ, ფსიქო გადახრილ მაგრამ საკმაოდ ჭკვიან, ზეგანათლებულ და ზეპროგრესულად მოაზროვნე ლიდერებს მიჰყავდათ ქვეყნები სრულ კოლაფსამდე! რა ჯანყი ბუნება, ხასიათი და აგრესიაც ქვეყნის მმართველ ადამიანებში დევს-ის თვისებები და მათი გავლენა ქსეროასლივით გადაეცემა მის ქვეყანას! ზიგ ჰაილა ადოლფას, დუჩეს და Отец Народа-ს მიერ დაჰიპნოზებული ქვეყნებიც ამის ნათელი მაგალითია! სიყვარული და სიმშვიდე გადაგვარჩენს”,- წერს თამარ ივერი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved