• რეკლამა
  • კონტაქტი
12:33, ორშაბათი, 2 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჭრილობა სარალიძეს მსჯავრდებულმა მიაყენა და პოლიტიკურ სპეკულაციებში ვერ შევალ” – პროკურორი

ალია ავტორი - ალია
13:53 02-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
91

„განაჩენით დადასტურდა, რომ მსჯავრდებული იყო თანაამსრულებელი და ჯგუფის მეორე წევრთან ერთად მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა“,- ამის შესახებ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

„დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი, რა დროსაც სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ დაახლოებით 9 თვის განმავლობაში წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა 150 მდე მოწმის ჩვენება, ასევე წარმოდგენილი იქნა ათეულობით ნივთიერი და ასეულობით წერილობითი მტკიცებულება, შესაბამისად სასმართლომ ეს მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.

ჩვენ განვმარტავთ, რომ ოჯახის თუ დაცვის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში, რომელიც ეხება სხვადასხვა პოლიტიკურ სპეკულაციებს, არ შევალთ მათ სიღრმეში, ვინაიდან ეს სცდება ყოველგვარ სამართლებრივ სივრცეს.

აღნიშნული განაჩენით დადასტურდა, რომ მსჯავრდებული იყო თანაამსრულებელი და ჯგუფის მეორე წევრთან ერთად მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. სწორედ ამაში ედებოდა მას ბრალი. დასტურდება, რომ ჭრილობა დავით სარალიძეს მსჯავრდებულმა მიაყენა“,- განაცხადა პროკურორმა.

მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved