დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში აუცილებელია დაიცვან დაწესებული რეკომენდაციები.
ჟურნალისტის კითხვაზე – რატომ არ წესდება მკაცრი შეზღუდვები? – იმნაძე პასუხობს:
ჭრელო პეპელას ვარიანტია, ერთი წელი ისმოდა, რატომ ვართ ლოკდაუნშიო. ამიტომ არავითარი მკაცრი შეზღუდვა არ იგეგმება. თვითონ უნდა დაუწესოს ბიზნესმა თავის თავს შეზღუდვა. ჩვენ, ამ ეტაპზე, მხოლოდ რეკომენდაციებს გავცემთ. პირად პასუხისმგებლობაზეა უკვე ბევრი რამ დამოკიდებული.
კომენტარები