• რეკლამა
  • კონტაქტი
17:34, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჭკვიანად იყავით, ზედმეტად ნურავის დავიცავთ – ეპისკოპოსი იაკობი სასულიერო პირებს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
14:55 01-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

სხვები რომ ლაპარაკობენ თქვენ გგონიათ იციან რა არის შერიგება?! არ იციან რა არის შერიგება, შერიგება ხდება სხვანაირად – ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, დღეს, ნინოობის დღესასწაულზე ბოდბის მონასტერში ქადაგებისას სასულიერო და საერო პირებს მოუწოდა, რომ “ჭკვიანად იყვნენ” და ზედმეტად ნურავის დაცვას შეეცდებიან.

“ჩვენთან ძალით ვაჟკაცობა არავინ არ უნდა დაიწყოს. კარგად გაიხსენეთ, როდესაც ვიღაცები ვაჟკაცობდნენ როგორ გარბოდნენ მერე ქვეყნიდან, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ საქართველოზე ფიქრი. პატრიარქს რამდენი დამსახურება აქვს ერის წინაშე, პატრიარქის დასაცავად ქართველი ერი არასდროს არ გამოსულა.  ღმერთი იცავს პატრიარქს, ვინც არ უნდა დაესიოს – ყვავ-ყორნები იქნებოდნენ თუ ჩვენები იქნებიან, თუ გარედან, ვინ ვის რა უნდა დააკლოს. 

სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც, ერთ კაცს და ორ კაცს ნუ გააყოლებენ. ვიღაცას დაიჭერენ. რამდენი პატიმარი გვყავს, 300 ათასზე მეტი მისჯილი გვყავდა, 24 ათასზე მეტი ციხეში იჯდა, 400 ათასამდე კაცი იყო გასამართლებული, მაშინ კარგი სასამართლო იყო და დღეს არის ცუდი?! თუ მაშინ არ ვარგოდა სასამართლო აბა რა ქვეყანა გვქონდა მაშინ აშენებული, უვარგისი სასამართლოს პირობებში სახელმწიფო სახელმწიფოა ?! ამიტომ გონიერება მოვიკრიბოთ, ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ.ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭირეს“ – აღნიშნა ეპისკოპოსმა.

ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ აუცილებლად მოხდება შერიგება ისე, რომ ღირსებაშელახული არავინ დარჩეს.

„ჩვენებსაც მოვუწოდებ, ჭკვიანად იყვნენ, ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ. რაღაც პერიოდი მოვითმენთ, არავის არ ვეტყვით, მაგრამ მერე პასუხს შიგნით ჩვენც მოვთხოვთ ყველას. შერიგება პატრიარქმაც იცის და მეც. სხვები რომ ლაპარაკობენ თქვენ გგონიათ იციან რა არის შერიგება?! არ იციან რა არის შერიგება, შერიგება ხდება სხვანაირად. 

მე მჯერა, რომ აუცილებლად მოხდება შერიგება ისე, რომ ღირსებაშელახული არავინ დარჩება. დღეს ძალიან ბევრი ღირსებაშელახულად თვლის თავს, ეს უნდა ვიცოდეთ. თუ შენდობაა, სათხოვარი ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ, ყველა ვართ დამნაშავეები, ვიღაცებს რაღაცის უფლება მივეცით, დროზე არ გავაჩერეთ, აკეთეს ისეთი რამე, რისი გაკეთებაც ადამიანისგან, ქართველი კაცისგან არ არის მიზანშეწონილი,”- აცხადებს ეპისკოპოსი იაკობი.„

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved