• რეკლამა
  • კონტაქტი
01:39, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდიტრო ნაწარმით, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ალია ავტორი - ალია
13:19 04-10-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
438

კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელებული და ადამიანები ახალ რეალობასთან ადაპტირდებოდნენ. ალექსეი მამულაშვილმა გადაწყვიტა, ტურიზმის ბიზნესს ჩამოშორებოდა და სრულიად ახალი მიმართულებით წასულიყო, ანუ კაფე გაეხსნა.

 

იმისათვის, რომ სექტორში გამორჩეული ყოფილიყო და უბრალოდ მორიგ სტანდარტულ კაფედ არ ჩაწერილიყო სიაში, დამფუძნებელი უნიკალურობის პრინციპზე კონცენტრირდა. უფრო კონკრეტულად, „ჭიქაში“ ვერ შეხვდებით ისეთ ყავას, რომლის დაგემოვნებასაც ნებისმიერ კაფეში შეძლებთ.სანაცვლოდ, ალექსეიმ დამატებით ყავის მოხალვის ცეხი გახსნა. ყავის ცეხშიც ყველაფერი ნულიდან დაიწყო — ჯერ მიწის ნაკვეთი იპოვეს, სადაც არაფერი იყო, შემდეგ კი თავად ააგეს შენობა, სადაც ყავის მოხალვა და დამუშავება დაიწყეს. აქვეა „ჭიქას“ საკონდიტროც მოწყობილი — გარდა ყავისა, საკონდიტრო ნაწარმიც სპეციალურად შემუშავებული რეცეპტებით მზადდება.

 

„როგორც ბიზნესის განვითარების საწყის ეტაპზე, ამ ნაწილშიც თიბისი დაგვეხმარა. სხვაგვარად ვერ შევძლებდით სასურველი შედეგის მიღებას. ასევე, შევქმენით ჩვენი დისტრიბუცია, რომელიც მხოლოდ „ჭიქასთვის“ მუშაობს, რაც დადებითად აისახება დროის ფაქტორსა და მომსახურების ხარისხზე. შესაბამისი ფინანსური რესურსით ჩამოვაყალიბეთ სისტემა, რომელიც ძალიან გამართულად მუშაობს”,— ალექსეი მამულაშვილი, „ჭიქას“ დამფუძნებელი.

 

დღეისთვის „ჭიქას“ წარმოების ყავა არა მხოლოდ მის ფილიალებში იყიდება, არამედ ალექსეი რამდენიმე ადგილობრივ თუ უცხოურ კომპანიასთანაც თანამშრომლობს.

 

ამ დროისთვის, კაფე „ჭიქა“5 ლოკაციაზეა წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ფილიალის გახსნა იგეგმება, განსხვავებული კონცეფციითა და გარემოთი.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved