• რეკლამა
  • კონტაქტი
01:38, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჭადრაკის ყოფილი ჩემპიონი, გარი კასპაროვი:”მაშინ ისე მიყურებდნენ, თითქოს იდიოტი ვყოფილიყავი. თუმცა, დღეს მე ვგავარ ნოსტრადამუსს, რადგან აღვწერე ის, რისი მოსმენაც ხალხს არ სურდა”

ალია ავტორი - ალია
14:38 03-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

ჭადრაკის ყოფილმა ჩემპიონმა გარი კასპაროვმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე, მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანულ გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში, რომელიც გამოცემის ვებგვერდზე ხუთშაბათს, 3 მარტს გამოქვეყნდა.

“ის, რომ მე მართალი აღმოვჩნდი (ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით) სიხარულის მიზეზი არ არის. ჩემი ქვეყნისთვის ეს ტრაგედიაა. ათასობით რუსი იღუპება ამ გიჟური დიქტატორისთვის. ბევრი მათგანი დაიბადა პუტინის დროს და პუტინის დროსვე მოკვდება”, – განაცხადა ოპოზიციონერმა.

კასპაროვი პუტინს “ეგზისტენციალურ საფრთხედ” მიიჩნევს.

კასპაროვს როდესაც ერთხელ ჰკითხეს, ვინ უფრო საშიში იყო – პუტინი თუ ISIS – მან უპასუხა: “ტერორისტული ორგანიზაცია მოდის და მიდის, პუტინი კი მუდმივი ეგზისტენციალური საფრთხეა”. “მაშინ ისე მიყურებდნენ, თითქოს იდიოტი ვყოფილიყავი. თუმცა, დღეს მე ვგავარ ნოსტრადამუსს, რადგან აღვწერე ის, რისი მოსმენაც ხალხს არ სურდა”, – განაცხადა მან.

კასპაროვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმედოვნებს, რომ “ეს ომი გამოიწვევს პუტინის რეჟიმის დაშლას”.

იმისთვის, რომ დიქტატურა დაიშალოს, სამი ფაქტორია საჭირო. პირველი არის სამხედრო დამარცხება. ეს შეიძლება მოხდეს, თუ უკრაინა საკმარის წინააღმდეგობას გაუწევს. მეორე ფაქტორი არის ეკონომიკური და ფინანსური კოლაფსი. მესამე ფაქტორი არის იზოლაცია. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია. სამივე კომპონენტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეჟიმი შეიძლება ერთ ღამეში დაინგრეს, რადგან ხალხი ქუჩაში გამოვა და ოლიგარქები პუტინს გამოაგდებენ”, – განაცხადა ოპოზიციონერმა.

კასპაროვის თქმით, “დღევანდელ რუსეთში არსებული ვითარება ფანატიზმის თვალსაზრისით ვერ შეედრება სტალინის ან ჰიტლერის გერმანიაში არსებულ მდგომარეობას, სადაც ხალხი მზად იყო მოეკლათ საყვარელი ლიდერისთვის. პუტინის რეჟიმი მხოლოდ ფულზეა დაფუძნებული, ის უფრო მაფიოზურ სახელმწიფოს ჰგავს. სანამ ბოსი ანაწილებს ფულს და დაცვას, ხალხი მის უკან დგას. როგორც კი ფული ჩერდება, მაშინვე ქრება ლოიალობა”, – ხაზგასმით აღნიშნა კასპაროვმა.

“ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, ცემის, დაპატიმრებისა და წლების განმავლობაში ციხეში ჩაკეტვის საფრთხის მიუხედავად. დღეს ისინი აპროტესტებენ ომს, მომავალ კვირას შესაძლოა გააპროტესტონ ცხოვრების დონის დაცემა. როცა ასიათასობით ან მილიონობით ადამიანი გამოდის ქუჩაში, ვინ დაესხმება მათ ტავს?” – სვამს შეკითხვას კასპაროვი.

გარი კასპაროვი დღეს ადამიანის უფლებათა ფორუმისა და დემოკრატიის განახლების ინიციატივის თავმჯდომარეა.

წყარო: აიპრესი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved