• რეკლამა
  • კონტაქტი
07:59, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

TBC-ის ბრიტანელი აქციონერი ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესის შემდეგ $40 მილიონის ანაზღაურებას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
20:18 02-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

TBC-ის ბრიტანელმა აქციონერმა, იან მალქოლმ ჰოქმა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და გენერალურ დირექტორს მიმართა. ჰოქის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათელი გახდა, რომ მათ ბანკი თითქმის $40 მილიონით აზარალეს. მალქოლმ ჰოქი შესაბამისი პროცედურების დაწყებასა და ამ თანხის სრულად ანაზღაურებას ითხოვს.

“მინდა დავიჯერო, რომ ბანკის ახლანდელი ხელმძღვანელობა ოპერატიულად გამოეხმაურება ჩემს მიმართვას, დაიცავს ბანკისა და მისი აქციონერების შელახულ ინტერესებს და აანაზღაურებინებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს TBC ბანკისთვის მიყენებულ 40 მილიონი დოლარის ზარალს, რაც საუკეთესო პირობა იქნება მომავალში ასეთი პრეცედენტების გამოსარიცხად.

დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ჩემს ამ მიმართვას სხვა აქციონერებიც შემოუერთდებიან, რათა TBC ბანკისადმი ნდობა კიდევ უფრო გამყარდეს”. – ნათქვამია იან მალქოლმ ჰოქის განცხადებაში.

ჰოქი აღნიშნავს, რომ მის ინტერესებს საქართველოში ადვოკატი დიმიტრი ტორაძე დაიცავს და მისი “შემდგომი ნაბიჯები იქნება ღია, გამჭვირვალე და დამოკიდებული  ბანკის ხელმძღვანელობის ქმედებებზე”.

ადვოკატის განმარტებით, მალქოლმ ჰოქი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, TBC ბანკს უკვე დაწყებული ჰქონდეს გარკვეული პროცედურები და მათ შესახებ ინფორმაციის მისაღებად სააქციო საზოგადოებას მიმართავს.

“მე როგორც ვიცი, მას პირველივე განცხადებისთანავე დაუკავშირდნენ სხვა აქციონერები. ჯერჯერობით, ვართ კონსულტაციის რეჟიმში და ამ კონსულტაციების თემაა, რომ აქციონერთა ინტერესები და, პირველ რიგში, სააქციო საზოგადოება TBC ბანკის ინტერესები როგორც ფინანსური, ასევე რეპუტაციული კუთხით, იქნას დაცული”. – თქვა ტორაძემ.

თეგები: ბადრი ჯაფარიძემამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved