• რეკლამა
  • კონტაქტი
23:01, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტატუნაშვილის ოჯახს “მინიჭებული” ღირსების ორდენი 4 წლის მერეც არ მიუღია – რას ჰყვება რუსუდან ტატუნაშვილი?

ალია ავტორი - ალია
14:19 02-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
209

არჩილ ტატუნაშვილის დედა, რუსუდან ტატუნაშვილი, “ტვ პირველთან” საუბრისას, ამბობს:

“არჩილ ტატუნაშვილი იყო ერი რიგითი მოქალაქე, თავისი სოფლის, თავისი სამშობლოსი. დღევანდელი დღე აჩიკოსთვის ერთი უბრალო დღე იყო, თავის სოფელში მიდიოდა, უპრობლემოდ შედიოდა ხოლმე მანამდე ახალგორში. დააკავეს, თითქოს უნდა გადაეყვანათ ნარკოლოგიოური შემოწმებაზე. როცა გადაიყვანეს, იქ ბრალი წაუყენეს, თითქოს შესული იყო როგორ ტერორისტი იმ თავის ორ მეგობართან ერთად და უნდა მოეწყო ტერორისტული აქტი – ამის აღიარება მოსთხოვეს. პუტინის არჩვენები იყო მაშინ, ვითომ ჯარისკაცი დაიჭირეს, ტერორისტი, ერაყში ნამყოფი, თითქოს აგვისტოს ომის მონაწილე, სინამდვილეში, არ მიუღია აგვისტოს ომში მონაწილეობა…  უნდოდათ თავის გამოჩენა. რომ არ დათანხმა აჩიკო, ამის შემდეგ აწამეს – დროშა დაუფინეს ფეხქვეშ, აიძულებდნენ, ქართულ დროშაზე შემდგარიყო, შემდეგ გაუშალეს რუკა, უნდოდათ ეღიარებია, მაგრამ არ ითანამშრომლებდა მათთან, ეს სამხრეთ ოსეთი არ არის, სამაჩაბლო იყო და სამაჩაბლო იქნებაო, უთხრა. ჯარისკაცი იყო, ის დროშა მისთვის არ იყო ნაჭერი… სასტიკად აწამეს, მერე 26 დღე მიცვალებული არ მოგვცეს, ჯოჯოხეთი გამოგვატარეს. ისტორია მეორდება, დასასრული არა აქვს არაფერს, ეს პუტინმი ვერ ძღება, თავისი ბრიყვული გამოხტომებით…

როცა დააკავეს, ის უკვე სამხედრო აღარ იყო, სამსახური ჰქონდა. პრინციპული ადამიანი იყო, რასაც იტყოდა – შეასრულებდა. ვერ ეგუებოდა, რომ თავის სოფელში მიდიოდა, როგორც სტუმარი, ვერ იტანდა თავის სოფელში მათ თარეშს. მეგობრებიც ჰყავდა ოსებიც, რუსებიც, ისე არ აივლიდა, რომ მათთვის პატივი არ ეცა.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც ჩემი შვილი ახსოვს. ჩემი აჩიკოც ყოველთვის ამოდიოდა გმირების საფლავზე აქ.

ერთი სურვილი მაქვს, – გარდაცვალებიდან ერთი თვის თავზე, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჩემ შვილს მიანიჭა ღირსების ორდენი, უკვე ოთხი წელი გავიდა და ოფიციალურად დღემდე არა აქვს აჩიკოს გმირის წოდება მინიჭებული. მინდა სანამ ცოცხალი ვარ, მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება.”

 

თეგები: არჩილ ტატუნაშვილირუსუდან ტატუნაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved