• რეკლამა
  • კონტაქტი
01:13, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Tasteit- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული

ალია ავტორი - ალია
12:40 08-26-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

ტოკიოს ტრენდულ რესტორნებში მარტო თუ შეივლით, დიდია შანსი, გვერდით უზარმაზარი პლუშის სათამაშო მოგისვან, რომ მარტო ჭამის უხერხულობა არ იგრძნოთ.

 

სარა ჯესიკა პარკერის გმირსაც იგივე მოუვიდა “And Just Like That-ის ერთ–ერთ სერიაში: შუაგულ ნიუ–იორკში, აზიურ რესტორანში მისულ ქერი ბრედშოუს უზარმაზარი დათუნია „შეუწყვილეს“. ქართველებსაც ხომ „გვებრალება მარტოკაცი ჭამაში“?

 

არა, საკუთარ თავთან ვახშამი ტრაგედია ნამდვილადარ არის. არც ყავის დასალევად კაფეში მარტოდ მისულს მოგანიჭებს ბედნიერებას მტვრიანი პლუშის დათვის კომპანიონობა. პრობლემა სხვაგანაა და ფაქტიც ჯიუტია:

 

მარტოობა იმდენად გავრცელდა, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2023 წელს „გლობალურ საზოგადოებრივ ჯანმრთელობის საფრთხედ“ შეაფასა, ორი წლის თავზე კი მკვლევრები “გლობალური მარტოობის პანდემიაზე” უკვე ღიად საუბრობენ. ხელოვნური ინტელექტიც კი ვერ ეხმარება ადამიანს საუკეთესო „pick up line“–ის მოფიქრებაში. მაშ, რა შეიძლება იყოს ის ერთი რამ, რაც ორ სრულიად უცხო ადამიანს დააკავშირებს და საერთო სალაპარაკო თემას მისცემს?

 

„საჭმელი“– უპასუხა 3 წლის წინ ამ რიტორიკულ კითხვას Miami Ad School-ის სტუდენტმა, გიორგი ურუშაძემ. იდეაჯერ გონებაში ჩაიბეჭდა, მერე კი საქართველოში სატელევიზიო პროექტის ფარგლებში გააცოცხლა. ბერლინიდან თბილისში რამდენიმე საათიანი ფრენა და ნაჩქარევად აწყობილი 9-გვერდიანი პრეზენტაცია საკმარისი აღმოჩნდა. ინვესტორები  ამ ინოვაციური აპლიკაციის იდეით მოიხიბლნენ და პირველი 100 000 ლარიც გამოყვეს. ასე გაჩნდა Tasteit.

 

აპლიკაცია ორ რეჟიმს მოიცავს: Food Mode, სადაც მომხმარებლები აღმოაჩენენ კერძებს, შეთავაზებებსა და თანამოაზრეებს და Dine Mode, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს ღონისძიებები და სხვადასხვა კულინარიული თავგადასავალი დაგეგმო.

 

ანუ, თუ ბურგერის ან ხინკლის ჭამა მოგინდა, ან თუნდაც ვეგანი ხარ და სოიოს კოტლეტით გადაწყვიტე დანაყრება, შეგიძლია სასურველ რადიუსში თანამოაზრე იპოვო, მასთან ერთად ისადილო. თუ ამ ადამიანთან მხოლოდ საჭმელი დაგაკავშირებთ ხომკარგი; თუ საერთო სხვა ამბავიც აღმოჩნდა, კიდევ უკეთესი.            

 

„რატომ უნდა მინდოდეს ვიღაც უცნობთან ბურგერისჭამა. მეგობარი ან ოჯახის წევრები როცა არსებობენ“, –წერს  გიორგის პრეზენტაციის ვიდეოს ქვეშ ერთ–ერთი ფბ მომხმარებელი.      

                                                                 

არც ეგ არ არის პრობლემა. შეგიძლია ახალი კერძების აღმოსაჩენად, ოჯახის წევრები ან მეგობრები მოიწვიო.

 

ამჟამად აპლიკაციას 42 000 მომხმარებელი ჰყავს თბილისში, ნიუ იორკსა და ბერლინში. 11 კაციანი გუნდიკი აპლიკაციის სრულყოფისთვის  გულიანად მუშაობს.

 

„ვერასდროს ვერავინ გასწავლის და დაგაჯერებს, თუ თავად არ გწამს შენი იდეის. მართლა ამით ვცოცხლობ. როდესაც taste.it –ზე ვსაუბრობ, ტანში  ჟრუანტელი მივლის. ბერლინში ჩამოსვლისას,  თავიდანვე მინდოდარომ ქართული სტარტაპი გამეკეთებინა“, – იხსენებს გიორგი. როცა პაემანზე მივდიოდი ყოველთვის ვცდილობდი კარგი ტიპი ვყოფილიყავი, რაღაც ჩარჩოებში ვექცეოდი. Tasteit-ში კი მთავარი საჭმელია, საუბრების უმეტესობაც საკვების ირგვლივ ტრიალებს“.

 

ამ ეტაპზე რესტორნები აპლიკაციაში თავიანთი კერძის რეკლამაში ფულს არ იხდიან, სანაცვლოდ მომხმარებელს ანებივრებენ სპეციალური შეთავაზებებით. აპლიკაცია შემოსავლების გენერირებას ბრენდებთან პარტნიორობითა დაივენთების დაორგანიზებით ახერხებს. მალე ჩაეშვება დამატებითი ფასიანი ფუნქციებიც.

 

თიბისი ბიზნესდაჯილდოების აპლიკაცია  Tasteit–ის გუნდმა შარშანაც შეავსო, თუმცა გამარჯვება და „წლის საუკეთესო ინოვაციური პროდუქტის“ სტატუსი წელს ხვდათ წილად.

 

„თიბისის ვენდობით. ზუსტად ვიცოდით, რომ კონკურსისამართლიანად ტარდებოდა. გამარჯვების ცერემონიას პირადად ვერ დავესწარი, მეგობრებმა შემატყობინეს და კამერაში ჯილდო მოულოდნელად მაჩვენეს. სასწაული ემოციები იყო“,– იხსენებს გიორგი.

 

მან ზუსტად იცის, რომ აპლიკაციას  დიდი პოტენციალიაქვს გლობალური ბაზრის მსხვილი მოთამაშე გახდეს. ახლახან, META-ს აქსელერაციის პროგრამაშიც ჩაერთვნენ. 800  აპლიკანტიდან  Tasteit იმ 30 სტარტაპსშორის აღმოჩდა, რომლებსაც მენტორობას წამყვანი სპეციალისტები გაუწევენ.

 

შესაძლოა, გლობალური მარტოობის პანდემიის პრობლემა ერთმა აპლიკაციამ ვერ გადაჭრას, მაგრამ Tasteit ნამდვილად საუკეთესო და სახალისო საშუალებაა ახალი გემოებისა და ადამიანების გასაცნობად.

 

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved