თბილისის მერის კახა კალაძეს განცხადებით, ტაქსის რეფორმის III ეტაპზე ტაქსის ნებართვა ფასიანი ქაღალდი გახდება. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ეს ფასიანი ქაღალდი მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ. ამის შესახებ მერმა სატრანსპორტო რეფორმის წარდგენისას ისაუბრა, ინფორმაციას ,,ბიემ.ჯი” ავრცელებს
მისი თქმით, ნებართვით სარგებლობა იჯარის, გაგირავების და რეალიზაციის ფორმითაც იქნება შესაძლებელი.
„ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე A კატეგორიის ტაქსების ნებართვა გახდება ფასიანი ქაღალდი, ამ კატეგორიის ტაქსი თეთრადაა შეღებილი, თავისი მანიშნებლით, A კატეგორიის მძღოლებს ნებართვა უფასოდ მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ, ტაქსის ნებართვის წლიური მოსაკრებელი უცვლელი დარჩება, ტაქსების ნებართვების ბაზრის მომსახურება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით განხორციელდება, ნებართვის სარგებლობა როგორც ტაქსის მომსახურებით, ისე იჯარის გირავნობისა და რეალიზაციის ფორმის გადაცემით“, – განაცხადა კალაძემ.
კომენტარები