• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტანსაცმელს გავუკიდეთ ცეცხლი, რომ გაგვეთბო“ – გომის მთაზე მომხდარი ინციდენტის დროს გადარჩენილი დამატებით დეტალებზე საუბრობს

ალია ავტორი - ალია
11:42 03-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

გომის მთაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადარჩენილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი მომხდარის შესახებ დეტალებს ჰყვება და ამბობს, რომ ამინდი მთაზე ასვლისთანავე რადიკალურად შეიცვალა.

გადარჩენილი ახალგაზრდის თქმით, მთაზე ისეთი ნისლი იყო, მეგობრებს ერთმანეთის დანახვა უჭირდათ.

ამასთან, ახალგაზრდა ამბობს, რომ მეგობრის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„ერთ ადგილას ვიყავით გაჩერებული. ვერ დავტოვეთ ჩვენი მეგობარი, ხელები დავუზილეთ, მაგრამ ვერაფერი ვერ ვუშველეთ. ცუდად გახდა, ფეხზე ძარღვი გაეკვანძა და ვეღარ დადიოდა. თოვლში რამდენიმეჯერ წაიქცა, წამოვაყენეთ და წავიყვანეთ. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ.

როდესაც გარდაიცვალა არ ვტოვებდით, ვერ დავტოვებდით. მის გვერდზე ვიყავით გაყინულები. გავათენეთ, სანამ მაშველები მოვიდნენ. შიში არ გვქონდა, მაგრამ ბოლოს ტანსაცმელს გავუკიდეთ ცეცხლი, მისთვის ხელი რომ გაგვეთბო, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ.

კარგი ამინდი იყო, როდესაც ავედით უცებ შეიცვალა ამინდი. თოვლი მოვიდა, ქარბუქი დაიწყო. ისეთი ნისლი იყო ერთმანეთს ვერ ვხედავდით“, – აცხადებს ახალგაზრდა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

ინფორმაციისთვის, 13 მარტს მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია დაასრულეს. თოვლიდან კი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.

მეტეოროლოგიური პირობების გამო, ერთი მოქალაქე გაყინული იყო, ხოლო მის თანმხლებ სამ პირს გადაადგილება აღარ შეეძლო.

სამაშველო-საძიებო ოპერაცია 10 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. სიტუაციას რთული რელიეფი, ქარბუქი და 3 მეტრის სიმაღლის თოვლი ართულებდა.

მიუხედავად მძიმე მეტეოროლოგიური პირობებისა, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფმა სამი მოქალაქის გადარჩენა შეძლო. ისინი უვნებლად, თუმცა ჰიპოთერმიის ნიშნებით იპოვეს და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved