• რეკლამა
  • კონტაქტი
18:30, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია და მასთან ერთად მე არ ვაპირებ ამ ჭუჭყის ზელას“ – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
17:13 08-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
170

„ახალის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სააკაშვილის ბოლო წერილზე:

„შეამჩნევდით, რომ პრაქტიკულად არ ვპასუხობ პოლიტპატიმარ სააკაშვილს და თუ ვპასუხობ, ისიც ციხეში მყოფი ჩემი მეგობრების ან პარტიის წევრების დაბულინგების გამო. არც ერთხელ პირადად ჩემზე თავდასხმას არ გამოვხმაურებივარ, არც ერთხელ. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის, უსინდისობასაც, უპასუხისმგებლობასაც და თავხედობასაც.
ამ უბედურებაში და დავიდარაბაში,
 როცა ქვეყნის გაყიდვის რეალობის წინაშე ვართ,
 როცა ახალ გეორგიევსკის ტრაქტატს გვიმზადებენ, ხოლო ძველი ისტორიის ოქროს ფურცლად გამოგვიცხადეს,
 როცა აფხაზეთის საკითხი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მოქცეული და აშკარაა, რომ რუსული სქემა თამაშდება რეჟიმის მიერ,
 როცა ქოცები ერთმანეთს დარეულები და აშკარად აჭრილები არიან,
 როცა ყველა ერთად უნდა ვემზადებოდეთ ერთიანი მძლავრი პასუხისთვის და ძალებს ვაერთიანებდეთ,
დღეს ათასი ტყუილი იკადრა სააკაშვილმა. ყველას გაყიდულები და ბიძინასთან შეთანხმებულები თუ შიშით დადუმებულები გვეძახა. ასეთებად გამოაცხადა, მაგალითად, პოლიტპატიმარი გიორგი ჩიკვაიძე, და, რა თქმა უნდა, კოალიცია ცვლილებისთვის, რომელიც ბოლო პერიოდში მისი აგრესიის მთავარი სამიზნეა, “რატომღაც”.
ტრადიციულად, ისევ გილაურების ფულზე ილაპარაკა გაიაგოხვიჩიებულმა პოლიტპატიმარმა. ოღონდ, ამჯერად დაამატა, რომ თურმე ჩვენ პარლამენტში არ შევედით, იმიტომ რომ პოლიტიკური გაფარჩაკების შეგვეშინდა. ამ დროს, პირველები ვიყავით და ტონის მიმცემები პარლამენტის მანდატებზე უარის. მოიკითხოს საკუთარ პარტიაში, რა ხდებოდა მაგ საკითხთან დაკავშირებით.
სააკაშვილის განცხადებით, იმიტომ დაგვიჭირეს მე, ნიკა, ზურა და ელენე, რომ ბიძინა გადავაგდეთ (ანუ ბიძინასთან შეთანხმება დავარღვიეთ). ჩვენ რატომ დაგვიჭირეს, ამაზე ასეთი სამარცხვინო შეფასება ჯერ არავის უკადრია, სააკაშვილმა – იკადრა. ამიტომაც იმსახურებს პასუხს. ალბათ ბევრად უარესს, მაგრამ საკუთარ თავს ვცემ პატივს და ჩემს მეგობრებს და ამით შემოვიფარგლები.
ტრადიციად დამკვიდრდა, რომ სააკაშვილის ტყუილებს და შეურაცხყოფებს პასუხს თუ გასცემ, ეგრევე ჩაგრულის მანტიით შემოსილი გამოდის მისი “მარადის მსხვერპლი” პარტია (ფეხბურთში დამარცხებული გუნდის გულშემატკივარი ყველაფერზე რომ წუწუნებს და მიზეზობს “კაცი დაგვიმტვრიესო”, დაახლოვებით ისე) და მოყვება საჯარო გოდებას და სასაცილო კონსპირაციების მოყოლას. ბაბლი კიდევ ნაპერწკლებს აკვესებს, “რა დროს ეს იყოო”. ოღონდ თავად სააკაშვილი სწორ ადგილზე ოპოზიციის გინების კორიანტელს რომ აყენებს სისტემატურად, იმას შემწყნარებლურად უნდა უყურო, თურმე. თითქოს პოლიტიკურად საწყალი და შესაბრალისი იყოს ციხის საკნიდან საკუთარი თავის უალტერნატივო ლიდერად გამომცხადებელი კაცი. არაა და არც უნდა იყოს საწყალი. მისი მმართველობის წლები, რამდენი შეცდომაც არ უნდა დაითვალონ, ჯერჯერობით საუკეთესო იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მაგრამ არც უსინდისო ტყუილებს უნდა წერდეს, მეგობრებო, და შეგნებულად და მიზანმიმართულად აშავებდეს ყველას და ყველაფერს. არც ყველაფრის ჩამშლელი და ყველას მაგინებელი უნდა იყოს და არც მხოლოდ საკუთარ თავზე მოფიქრალი. და ციხე აქ უსასრულო გამართლებად და ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ლამის ნახევარი საქართველო ციხეში ზის, თინეიჯერიდან 70ს გადაცილებულ მსოფლიო ვარსკვლავამდე. და კიდევ უფრო მით უმეტეს, როცა ერთობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ახლა.
სამარცხვინოა ეს ყველაფერი და ამიტომაც ვუსვამ წერტილს. ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია და მასთან ერთად მე არ ვაპირებ ამ ჭუჭყის ზელას, სეირის მაყურებლების გართობას და ქოცების გახარებას. უპასუხისმგებლობის და არასერიოზულობის დრო მას თუ აქვს, მე ამის არც უფლებას და არც საშუალებას საკუთარ თავს არ მივცემ. მორალურ შეფასებებზე არ გადავალ: არ მიმაჩნია არც სწორად და არც საჭიროდ.“
თეგები: მიხეილ სააკაშვილინიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved