„ნაციონალური მორაობის“ წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ტახტზე წამოკოტრიალებული ერი, რომ მისჩერებია ცისფერ ეკრანს, მიშას სასამართლო პროცესს რომ უყურებს, უყურებს გალიაში გამომწყვდეულ და იქედანაც მეომარ მთავარსარდალს, მიდი მიშა მიაწექიო ჯანმრთელობა განახევრებულ ლომს რომ ამხნევებს ტახტზე წამოწოლილი , მერე გვერდს რომ იცვლის და ტკბილ ძილს ეცემა მიშას გაბრძოლებით გულნაფხანი და არა გულგასივებულ-გახეთქილი, არ იმსახურებს თავისუფლებას , იმსახურებს იმ ქონდრისკაცისგან თავზე უფრო მეტად დასკორებას და სიღატაკეში სულის ამოხდას!“ – წერს გოცირიძე.
კომენტარები