• რეკლამა
  • კონტაქტი
22:58, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა – ფოტოები

ალია ავტორი - ალია
13:47 09-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

ტაბახმელაში, თრიალეთის ქუჩა N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა.

კომპლექსის ტერიტორიაზე, რომელიც 5 000 კვ.მ ფართობია, საერთაშორისო სტანდარტებით მოეწყო საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი. განთავსდა 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, ტაბლო და საპარკინგე სივრცე, ხოლო პადელის ორი მოედნის მოწყობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან და მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„მთაწმინდის გამგეობამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მინდა, რაიონის გამგებელს, დავით კირკიტაძეს და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, მადლობა გადავუხადო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ევროპული სტანდარტების საფეხბურთო მოედანი. გულშემატრკივრებისთვის განთავსდა ტრიბუნა, მოეწყო საკალათბურთო მოედანი და საპარკინგე სივრცე. ტერიტორია ყველანაირად მოწესრიგებული და განათებულია. პარალელურად, ეწყობა პადელის მოედნები, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. მიხარია, რომ ტაბახმელაში ასეთი კარგი პროექტი განხორციელდა. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ პატარებს აქვთ ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურა, სადაც შეუძლიათ, ფეხბურთი, რაგბი ითამაშონ და ნორმალურ, თანამედრვე პირობებში გააგრძელონ ვარჯიში. ვულოცავ პატარებს და წარმატებებს ვუსურვებ მათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე, აშენდა ადმინისტრაციული კორპუსი, რომელიც 45 პერსონაზეა გათვლილი და მოიცავს ოთხ საძინებელს, სველ წერტილებს, სასადილო ოთახს, გასახდელს, სამსაჯო და სამედიცინო ოთახს. ტერიტორია სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

კომპლექსის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო, რისთვისაც მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 4.5 მლნ ლარი დაიხარჯა. აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას საფეხბურთო სკოლები შეძლებენ.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვეტერანი სპორტსმენები გაეცნენ.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved